CultureWMS/PS_GeneralProtectionZone (OGCFeatureServer)
ID: 42
ZoneID: 42
Name: ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონის საზღვრები
Description: ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის
ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრების აღწერილობა საზღვრის საწყისი წერტილია პეტრე ბაგრატიონის ძეგლი. შემდეგ აუყვება გორგასალის ქუჩას გრიშაშვილის ქუჩის გადაკვეთის წერტილამდე აქედან სწორი ხაზით შეუერთედება ეფრემ მცირისა და და ვეზიროვის ქუჩების გადაკვეთის წერტილს. ეფრემ მცირის ქუჩის გავლით აუყვება სარგის თმოგველის კიბექუჩას, შეუხვევს მარჯვნივ ნადიკვარის ქუჩაზე, აუყვება მარცხნივ წალკის გასასვლელს და წალკის ქუჩით გავა განაშენიანების განაპირას გაუყვება დასავლეთით მთის კალთას განაშენიანების კიდეზე ქუმსიშვილის ქუჩამდე და ქუმსიაშვილის ქუჩით გადის არსებული გაშენების განაპირას. შემდეგ საზღვარი დასავლეთი მიმართულებით მიუყვება მთის კალთას გაშენების კიდის გაყოლებით ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდინარე წავკისისწყალზე გადებულ ხიდამდე; აქედან აღმა მიჰყვება მდინარე წავკისისწყლის კალაპოტს და ადის კოჯრის გზატკეცილზე სოლოლაკის (ყოფილი კომკავშირის) ხეივნის დასაწყისთან, კოჯრის გზატკეცილით ეშვება ამაღლების (ყოფილი დავითაშვილის) ქუჩამდე, მიუყვება მთაწმინდის კალთას გაშენების კიდის გაყოლებით (პანთეონის ჩათვლით) და პოლიკარპე კაკაბაძისა (ყოფლი დავით აღმაშენებლის ქ.) და გუნიას ქუჩებით გადის ბელინსკის ქუჩის გადაკვეთამდე. ბელინსკის ქუჩით (გაშენების ორივე მხარის ჩათვლით) საზღვარი ეშვება მერაბ კოსტავას (ყოფილი ლენინის) ქუჩამდე უხვევს მერაბ კოსტავას (ყოფილი ლენინის) ქუჩაზე და მიემართება ნ. ნიკოლაძის ქუჩის გადაკვეთამდე; აქედან საზღვარი მიემართება ნ. ნიკოლაძის ქუჩით, მოიცავს "ლურჯი მონასტრის" ტერიტორიას და ხევით ეშვება მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შემდეგ მიუყვება სანაპიროს მდინარე მტკვრის დინების მიმართულებით ზაარბრუკენის (ყოფილი კ. მარქსის სახელობის) ხიდამდე, ჰკვეთს ხიდით მდინარე მტკვარს და დიმიტრი უზნაძის (ყოფილი კამოს) ქუჩით მიემართება ჭოროხის ქუჩამდე, ამ ქუჩით ადის დავით აღმაშენებლის გამზირამდე (ყოფილი პლეხანოვის პროსპექტი), მიუყვება მას კიევის ქუჩამდე. კიევის ქუჩით (გაშენების ორივე მხარის ჩათვლით) მიემართება მიხეილ წინამძღვრიშვილის (ყოფილი კლარა ცეტკინის) ქუჩაამდე და ამ ქუჩით (გაშენების ორივე მხარის ჩათვლით) მიდის ჩერნიშევსკის ქუჩამდე. ამის შემდეგ საზღვარი ჩერნიშევსკის ქუჩით გადის არნოლდ ჩიქობავას (ყოფილი საბჭოს) ქუჩამდე (გაშენების ორივე მხრის ჩათვლით), უხვევს ივანე ჯავახიშვილის (ყოფილი კალინინის) ქუჩისკენ და გრძელდება ივანე ჯავახიშვილის მოედნამდე (ყოფილი კალინინის მოედანი). ივანე ჯავახიშვილის (ყოფილი კალინინის) მოედნიდან საზღვარი მიემართება ხეთაგუროვის ქუჩით ელენე ახვლედიანის ხევის (ყოფილი კიბალჩიჩის ხევის) ქუჩამდე, შემდეგ აუყვება ამ ქუჩას, უხვევს ნ. ჩხეიძის ქუჩაზე, გადის სანთლის შესახვევზე და ამ შესახვევით ბრუნდება ახვლედიანის ხევის ქუჩაზე (ყოფილი კიბალჩიჩის ხევის ქუჩა). აქედან წარმოსახვითი სწორით საზღვარი მიემართება კიბალჩიჩისა და ურიცკის ქუჩების გადაკვეთამდე, შემდეგ ურიცკის ქუჩით გადის ერევნის (ყოფილი ხივინის შესახვევი) ქუჩამდე და ხივინის ქუჩით (ყოფილი ხივინის შესახვევი) გაივლის მას, უხვევს კონსტანტინე ერისთავის (ყოფილი ფაბრიციუსის) ქუჩაზე და მესხიშვილის ქუჩით (ყოფილი 26 კომისრის ქუჩა) ეშვება ქეთევან წამებულის გამზირის (ყოფილი შაუმიანის ქუჩა) გადაკვეთამდე. შემდეგ საზღვარი ქეთევან წამებულის გამზირით მიემართება 300 არაგველის ქუჩამდე, უხვევს ამ ქუჩაზე და ეშვება "გოგილოს აბანომდე" აქედან საზღვარი წარმოსახვითი სწორით ჰკვეთს მდინარე მტკვარს 300 არაგველის ობელისკის მიმართულებით და ჰკვეთს ვახტანგ გორგასალის ქუჩის ღერძულა ხაზს. აქედან საზღვარი მიემართება ვახტანგ გორგასლის ქუჩის გასწვრივ პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე და უერთდება საწყის წერტილს.
შენიშვნები: 1. საგანგებოდ აღნიშნული შემთხვევების გარდა, საზღვარი გადის ზემოთ ჩამოთვლილი სანაპიროების, ხიდების, ქუჩებისა და შესახვევების ღერძებზე.
2. ქუჩის გაშენებაში იგულისხმება ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის თავდაპირველი დაგეგმარებითი ერთეულების (ძირითადი და დამხმარე ნაგებობანი, ეზო) კომპლექსი
Type: ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი