კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი

ბაზის სარეგისტრაციო ნომერი:
36
ისტორიული ცნობები:
წარწერის მიხედვით მოხატულობა შესრულებულია ეპისკოპოს ანტონი მაწყვერელის დაკვეთით გიორგი II-ის დროს.
მოხატულობის მოკლე მხატვრულ-ისტორიული დახასიათება:
კარიბჭე ეპისკოპოს ანტონი მაწყვერელის დაკვეთით 1578-1583 წწ-შია შესრულებული, იმერეთის მეფის გიორგი II-ის ზეობაში, რასაც ანტონის საქტიტორო წარწერა მოწმობს. თავის დროზე, აქ გიორგი II-ისა და მისი თანამეცხედრის, დედოფალ თამარის პორტრეტებიც იყო გამოსახული (ამჟამად ისინი კედლიდან ჩამოხსნილია და ტაძარში ინახება). მოხატულობა პოსტბიზანტიური კედლის მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. ის გელათის მე-16 ს-ის სხვა მოხატულობებთან ერთად ნათლად წარმოაჩენს ამ ეპოქის მონუმენტური მხატვრობის მრავალფერონებას. გამორჩეული მნიშვნელობისაა კარიბჭეში შემორჩენილი 1520-იანი წწ-ით დათარიღებული მოხატულობის ფრაგმენტი ბაგრატ III-ის მეფედ კურთხევის სცენით, რომელიც თავისებური, ორიგინალური იკონოგრაფიული ვერსიითაა წარმოადგენილი.
ისტორიული/კულსტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი(წელი, საუკუნე, ათასწლეული):


სცენები:
სასწაულები/პურის გამრავლების სასწაული;წმ. იოანე ნათლისმცემლის ციკლი/შობასაპყრობილეშითავის კვეთა
ციური ძალნი:
მთავარანგელოზები
წინასწარმეტყველები:
წმ. დავით
წმინდანები:
წმ. მერკური,წმ. იაკობ დაჭილი (სპარსი),წმ. ონოფრე
სიმბოლური გამოსახულებები:
განედლებული ჯვარი
საერო პირები:
მეფეები და დედოფლები
ორნამენტები:
მცენარეული,გეომეტრიული,მარმარილოს იმიტაცია,ყვავილოვანი


ნაგებობა:
გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები
სათავსი:
კარიბჭე
არქიტექტურული კომპონენტები:
კამარა,კედელი,კარის წირთხლი,ნიშა


წარწერა:
ტექსტი: სცენებისა და გამოსახულებების განმარტებითი წარწერები განმარტებითი წარწერები ძირითადად ბერძნულია (იხ. სათანადო დოკუმენტაცია); ცალკეულ შემთხვევებში ორენოვანი - ქართულ-ბერძნული წარწერებია. ქართული ასომთავრული ზედწერილები იკითხება შემდეგ სცენებთან: იოანე ნათლისმცემლის შობა: „შობა ი(ოან)ეს ნ(ა)თლისმცემლისა“, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა - „[თა]ვის კვ(ე)თა ი(ოან)ესი“, პურთა განმრავლება - „ქ ხუთ(ი)თა პ(უ)რითა ხუთი ათ(ა)სი კ(ა)ცი გ(ა)ნაძღო“. ;ენა: ბერძნული, ქართული;დამწერლობა: მთავრული;თარიღი: მე-16 ს;მდებარეობა არქიტექტურულ ელემენტებზე;ტიპი: განმარტებითი,საქტიტორო,ისტორიული;




 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com