კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი

ბაზის სარეგისტრაციო ნომერი:
23
მოხატულობის მოკლე მხატვრულ-ისტორიული დახასიათება:
ნარტექსის მოხატულობის ძირითადი ფენა ტაძრის საკურთხევლის აფსიდის მოზაიკურ კომპოზიციასთან ერთად გელათის ღმრთისმშობლის შობის ტაძრის თავდაპირველი ფერწერული ანსამბლის ნაწილია და 1225-1230 წწ. შორისაა შესრულებული. საყურადღებოა მოხატულობის იკონოგრაფიული პროგრამა. აქ წარმოდგენილი მსოფლიო საეკლესიო კრებების ვრცელი ვერსია (შვიდი კრება) ქართულ კედლის მხატვრობაში სხვაგან არ შემორჩენილა. არ დასტურდება სხვაგან არც წმ. ეფემიას სასწაულის სცენა. მოხატულობის პროგრამისთვის ამ თემის შერჩევა დაკავშირებული უნდა იყოს იმ ხანად კავკასიაში მიმდინარე მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის გამწვავებულ დავასთან, რომელიც დიოფიზიტების გამარჯვებით დასრულდა. საეკლესიო კრებების ლოკალიზაცია (ნართექსი) და მათი იკონოგრაფიული თავისებურებები ბიზანტიურ ტრადიციას მისდევს. ამავე დროს ისინი ადგილობრივ იკონოგრაფიულ თემასთან, „ჯვრის ამაღლებასთან“ ერთადაა წარმოდგენილი. თავისი სტილითა და ოსტატობის მაღალი დონით ნარტექსის მოხატულობა ე.წ. დედაქალაქურ მხატვრულ ტრადიცებს იზიარებს და მე-12 საუკუნის ქართული კედლის მხატვრობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მე-14 საუკუნის მოხატულობის ფენა (წმინდა მეომრები, აღმ. კედლეი) პალეოლოგოსური სტილის ნიმუშია. მე-16 საუკუნით დათარიღებული მთავარანგელოზთა შორის გამოსახული ჩვილედი ღმრთისმშობელი (კარის ტიმპანი) სტილისტურად უკავშირდება ღმთისმშობლის ტაძრის მოხატულობის იმ ნაწილებს (გუმბათის მოხატულობა, აფსიდიში შემორჩენილ წმინდანათა ნახევარფიგურები, აფსიდიდან სამსხვერპლოში გასასვლელი კარის წირთხლებში მოთავსებული ღმრთისმშობელისა და ეპისკოპოს მელქისედეგ საყვარელიძის გამოსახულებები, ბაგრატ III-ის მეფედკურთხევის სცენა ჩრდილოეთ კარიბჭეში, ჩრდილო-დასავლეთი კარიბჭის ტიმპანის მხატვრობა), რომლებიც 1520-იან წლებშია შესრულებული იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის დაკვეთით. გელათელი კანდელაკი დიმიტრის პორტრეტი მე-17 ს-ის კედლის მხატვრობის სტილისტურ ნიშნებს ავლენს და ტაძრის ჩრდილო-დასავლეთი ეგვტერის მოხატულობას ეხმიანება. სალხინებელი, რომელიც ღმრთისმშობლის შობის ტაძრის ნართექსში დგას, 1650-იანი წლების ბოლოს მეფე ალექსანდრე III-ის ნებით მის სამარხოდ აიგო და მოიხატა. საზეიმო ხასიათის მოხატულობაში საგანგებო ყურადღებას იქცვეს ალექსანდრე III-ისა და მისი თანამეცხედრის, დედოფალ ნესტან-დარეჯანის პარადული პორტრეტები; გელათის მონასტრის კედლის მხატვრობაში შემორჩენილ ისტორიულ პირთა მრავალფეროვან გამოსახულებებს შორის ისინი გამორჩეულნი არიან თავისი მხატვრული გადაწყვეტითაც და უხვად დეკორირებული, მდიდრული სამეფო კაბებითაც, რომელთა მორთულობაში ფურცლოვანი ოქროა გამოყენებული.
ისტორიული/კულსტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს. გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი(წელი, საუკუნე, ათასწლეული):


სცენები:
მსოფლიო საეკლესიო კრებები/I კრება ნიკეაშიII კრება კონსტანტიტეპოლშიIII კრება ეფესოშიIV კრება ქალკედონშიV კრება კონსტანტინეპოლშიVI კრება კონსტანტინეპოლშიVII კრება ნიკეაშიწმ. ეფემიას სასწაული
ციური ძალნი:
მთავარანგელოზები,ანგელოზი
წმინდანები:
წმ. გიორგი,წმ. დემეტრე
სიმბოლური გამოსახულებები:
ჯვარი
საერო პირები:
სამღვდელოება
ორნამენტები:
მცენარეული,გეომეტრიული,ყვავილოვანი
არაიდენტიფიცირებულია:
მოციქულები


ნაგებობა:
გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები
სათავსი:
ნართექსი
არქიტექტურული კომპონენტები:
კამარა,კედელი,სარკმლის წირთხლი,კარის წირთხლი,ტიმპანი,პილასტრი,ლუნეტი


წარწერა:
ტექსტი: სცენათა განმარტებითი წარწერები ძირითადი (მე-12 ს.) ფენის განმარტებითი საეკლესიო კრებების სცენებს ზოგ შემთხვევაში ახლავთ ორ-ორი განმარტებითი წარწერა - მოხატულობის თანადროული, თავდაპირველი და რამდენადმე გვიანი ხანისა (წარწერები მალევეა დამატებული). I საეკლესიო კრება - შემორჩა: „ალექსანდრიელი“. II საეკლესიო კრება: მეფის გამოსახულებასთან - „დიდი“. III საეკლესიო კრება - „გ კრებაÁ“, მეფესთან - „თეოდოსი მცირე“. ეპისკოპოსთა თანმხლები წარწერები (მარცხნიდან მარჯვნივ): I ეპისკოპოსი - „...[Áობენ]ალი“ (თავდაპირველი შრიფტით), „[Áობ]ენალი ირ(უსა)ლიმელი“ (გვიანი შრიფტით), II ეპისკოპოსი - „კელეს[ტინე]“(თავდაპირველი), „კელესტინე პაპი რომისა“ (გვიანი), III ეპისკოპოსი - „კÂრილე ალექსანდრიელი“(გვიანი), IV ეპისკოპოსი - „კÂრილე ან[ტიოქელი]“ (გვიანი). IV საეკლესიო კრება - „დ კრებაÁ“. მეფე - „მარ[კია]ნე [იმპერა]ტორი. I ეპისკოპოსი - „იობენალი იÀლუსალემელი“ (თანადროული), „(Á)ობენალი იÀლუსალემელი“ (გვიანი). II ეპისკოპოსი - „ლეონ პაპაÁ ჰრომისა“ (თანდროული), „.ლეონ [პაპაÁ ჰ]რომ[ისა]“ (გვიანი), IIIეპისკოპოსი - „ანატო[ლიკ]ონსანტინოპოლელი“ (თავდაპირველი),„ა[ნატოლი კ]ონსტანტინოპოლელი (გვიანი), IV ეპისკოპოსი - „მ[აქსიმეანტი] ოქიელი“. მწვალებელთა გუნდთან: „[მ]წვალ[ებე]ლ[ნი]“. კომპოზიციის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის „...მოციქულთა [კრება იქნა] ქალკიდონს შინა მეფობასა მარკიანესსა ლეონ რომთა [პა]პისა, ანატოლი [კონსატნტინეპოლელი]ისა, იობენალი [იერუსალიმელისა, მაქსიმე ანტიოქელისა]......რომელნი ესე შეკ[რბეს]..... ვრისა ჩუენმან..... და მსოფლიო მეოთხე კრებაÁ ქმნა მარკიანე...მართალი...ევტÂქი...“. V საეკლესიო კრება -„აპოლინარი ალექსანდრიელი“. VI საეკლესიო კრება - „ვ კრებაÁ“, მეფესთან - „კოს[ტანტინე]“, მარცხენა კიდურა ეპისკოპსი - „თეოფანე ა[ნტიოქიელი]“. წმ. ეფემიას სასაწაული ქალკიდონში - `წმიდისა და ყოვლად ქებულისა მოწ[ამისა ე]ვფემიაÁ[ს ტაძარს]ა. იგი ქალკიდონისა კრებაÁ [ყვ]ეს სარწმუნ[ოთ].....ლად დავდვათ ესე მკე(რ)დსა ზედა მოწამისასა და.....თ კეთილ არს მიყოს Ãელი და [აღიღ]ოს იგი დად[ვეს].....ზედა მეყუსეულად მიყო Ãელი და შეიტკბოÂ იგი მეფემან[ან] სარწმუნობითა და მისცა იგი მეფე[მა......] და მართალი.........[დაა]მტკიცეს..........~. მეფესთან - „მეფე მარკიანე“, წმ. ეფემიასთან - „წმ. ეკლესიის მამის ფიგურასთან -„პაპაÁ.“ მე-14 საუკუნის ფენის გამოსახულებათა განმარტებითი წარწერები წმ. გიორგი -„წÁ გ[იორრგი], წმინდა დემტრე - წÁ [დემე]ტ[რე] მე-16 საუკუნის ფენის გამოსახულებათა განმარტებითი წარწერები მთავარანგელოზები - „მ(ი)ქ(ელ), გ[აბრიელ]. მე-17 საუკუნის ფენის განმარტებითი წარწერები გელათელი კანდელაკის, დიმიტრის პორტრეტი წარწერა - „მონ(ა)Á ღვ(თის)ა დიდისა საყდრისა კ(ანდელაკ)ი დიმ(ი)ტრი. და ვინცა შ(ე)ნდობა უბრძანოთ ღ(მერთმა)ნ თქვენცა შეგინდოს ა(მი)ნ“. სალხინებლის მოხატულობის წარწერები სცენებისა და გამოსახულებების განმარტებითი წარწერები იოაკიმესა და ანას ხარება - „ხ(ა)რება იოვაკიმ და ანასი“, ხარება - „ხარება“; ქრისტე -„ი(ეს)უ ქ(რისტ)ე“, ევმანუელი - „ი(ეს)უ ქ(რისტ)ე“, ღმრთისმშობელი -„დ(ე)და ღ(ვთი)სა“, იოანე ნათლისმცემელი - „ი(ოან)ე“; მახარებლები - „მათე“, „მარკოზ“, „ლუკა“ „ი(ოან)ე“; წინასწარმეტყველები - „ელია“, „ენოქ“, „დ(ავი)თ“, „სოფონია“, „ესაია“, „იერემია“, „დანიელ“. წმ. დიაკვანი სტეფანე - „სტ(ე)ფანე“; წმ. ბარბარე - „წÁ ბარბ(ა)რ[ე]“ წარწერა სახარებაზე - „ქ. მ[ე] ვარ ნ(ა)თელი სოფლ(ი)სა[ ]“. წარწერები პორტრეტებზე ალექსანდრე III-ის პორტრეტი - „მ(ე)ფ(ე)თ მეფე ალექსანდრე“, დედოფალ ნესტან-დარეჯანის პორტრეტი - „კახთა მეფისა ასული დედოფალი ნესტანდ(ა)რეჯ(ა)ნ“. ;ენა: ქართული;დამწერლობა: ასომთავრული;თარიღი: მე-12, მე-14, მე-16 და მე-17 საუკუნეები;ტიპი: განმარტებითი;




 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com