კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი

ბაზის სარეგისტრაციო ნომერი:
22
ისტორიული ცნობები:
საქტიტორო წარწერებიდან ცნობილია მოხატულობის ცალკეული ნაწილების ქტიტორები. იხ. ისტორიული წარწერები
მოხატულობის მოკლე მხატვრულ-ისტორიული დახასიათება:
ღმრთისმშობლის შობის ტაძრის ძირითადი სივრცის მოხატულობა მე-16 და მე-17 საუკუნეებშია შესრულებული (თავდაპირველი დეკორიდან მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის კონქის მოზაიკური კომპოზიცაა (მე-12 ს) შემორჩენილი). 1510 წელს თურქთა მიერ გელათის გადაწვის შემდეგ ტაძარი ეტაპობრივად იხატებოდა - 1520-იან და 1550-იან წლებში იმერეთის მეფის ბაგრატ III-ისა და ეპისკოპოს მელქისედეკ საყვარელიძის, ხოლო მოგვიანებით, 1560/70-იან წლებში გიორგი II-ის თაოსნობითა და შეწევნით. მე-16 საუკუნეს განეკუთვნება მხატვრობის უდიდესი ნაწილი, გარდა დასავლეთი მკლავის ქვედა რეგისტრებისა, რომლებიც მე-17 ს-ის მეორე ნახევარში მოიხატა იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ისა და კათალიკოს ზაქარია ქვარიანის დროს (სავარაუდოთ, 1657-1660 წწ.) და მათი მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ მოხატულობის ცალკეული ნაწილები სხავდასხვა დროსაა შესრულებული, ისინი მაინც ერთიან თეოლოგიურ პროგრამასა და მხატვრულ ანსამბლს ქმნიან. ცენტრალური სივრცის მოხატულობა თავისი დატვირთული იკონოგრაფიული პროგრამით, სტილური თავისებურებებითა და მხატვრული მრავალფეროვნებით ნათლად ასახავს მე-16-მე-17 საუკუნეებში გელათის მონასტრეში მიმდინარე შემოქმედებით ცხოვრებას. ამავე დროს მოხატულობის ფენები ამ ეპოქის ქართული კედლის მხატვრობის განვითარების სურათასაც წარმოაჩენს. განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული ღირებულებებისაა აქ შემორჩენელი თერთმეტი ისტორიული პირის პორტრტრეტიც, მათი სავადრებელი და საქტიტორო წარწერები; საყურადღებოა ბერძენ მხატვრათა წარწერებიც, რომლებიც მათ სახელებსაც გვამცნობს და იმასაც ადასტურებს, რომ მოხატულობის დამკვეთნი ზოგჯერ ბერძენ მხატვრებს იწვევნენ ტაძრის მოსახატად.
ავტორი:
წარწერის თანახმად გუმბათის მოხატულობა შეასრულეს მხატვრებმა - თეოდორომ და სიმეონმა; მხატვარ ტიმოთეოსის წარწერაა შემორჩენილია სამხრეთ მკლავში.
ისტორიული/კულსტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი(წელი, საუკუნე, ათასწლეული):


აბსიდალური სქემები:
ზიარება,მსხვერპლის თაყვანისცემა,ზეციური ლიტურგია
სცენები:
ათორმეტ დღესასწაულთა ციკლი/ხარებაშობამირქმანათლისღებაფერისცვალებალაზარეს აღდგინებაიერუსალიმად შესვლაჯვარცმამენელსაცხებლე დედანი უფლის საფლავთანჯოჯოხეთის წარმოტყვევნაამაღლებასულიწმინდის მოფენამიძინება;ვნების ციკლი;ღმრთისმშობლის ციკლი;აკათისტო;ძველი აღქმის სცენები;სხვა
ციური ძალნი:
სერობინი,ქერობინი,ტეტრამორფი/ოთხხატედი,ცეცხლოვანი ბორბლები,აპოკალიპტური ცხოველები,მთავარანგელოზები,ანგელოზი
წინასწარმეტყველები:
მღვდელმთავარი ზაქარია,იოანა,ამბაკუმი,სოფონია,ზაქარია,იეზეკილი,მოსე,აარონი,დანიელი,სოლომონი,დავითი,ესაია,წმ. სოლომონ,წმ. დავით
მოციქულნი:
წმ. პეტრე,წმ. პავლე,მათე,მარკოზ,ლუკა,იოანე,ანდრია
ეკლესიის მამები:
წმ. იოანე ოქროპირი,წმ. ბასილი დიდი,იოანე ოქროპირი,გრიგოლ ღვთისმეტყველი,ბასილი დიდი,პეტრე ალექსანდრიელი,კირილე ალექსანდრიელი,ათანასე
დიაკვნები:
წმ. სტეფანე პირველმოწამე
წმინდანები:
წმ. ეკატერინე,წმ. ივლიტა,წმ. კოზმა,წმ. ევსტატე,წმ. კვირიკე,წმ. დამიანე,წმ. დემეტრე,წმ. თევდორე ტირონი,წმ. თევდორე სტრატილატი,წმ. გიორგი
სიმბოლური გამოსახულებები:
ჯვარი,ჰეტიმასია,გოლგოთის ჯვარი,მახარებელთა სიმბოლოები
საერო პირები:
სამღვდელოება;მეფეები და დედოფლები/დედოფალი ელენედედოფალი რუსუდან (მისი I მეუღლე)გიორგი II, იმერეთის მეფებაგრატ III, იმერეთის მეფედავით აღმაშენებელი
ორნამენტები:
კიბისებური,მცენარეული,გეომეტრიული,ყვავილოვანი,სტილიზებური ყლორტი
არაიდენტიფიცირებულია:
წმინდანები


ნაგებობა:
გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები
სათავსი:
ეკლესიის ძირითადი სივრცე
არქიტექტურული კომპონენტები:
გუმბათი,აფსიდი,კონქი,თაღი,კამარა,მკლავი,კედელი,სარკმლის წირთხლი,კარის წირთხლი,ტიმპანი,ბურჯი,ფასადი,ბემა,აფრა,პილასტრი,ნიშა,ლუნეტი


წარწერა:
ტექსტი: იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის წარწერა (აფსიდის ძირში): „ქ. დამყარე უფ(ა)ლო ს(ა)ხლი ესე კლდეს(ა) ზ(ე)დ სარწმუნოებისსა ამი[ნ]. ადიდ(ე)ნ ღმერთმან მეფეთ მეფობა ბაგრატისა და დედ[ოფალთა დედ]ოფლის ელენესი და ძეთა მ(ა)თთა ორთავე ცხოვრებას შინა ამინ“. ბაგრატ III-ის წარწერა (ჩრდილო-დასავლეთ ბურჯზე): „მეფეთ მეფეს ბაგრატს შეუნდოს ღმერთმან“ (მხედრულითაა დაწერილი); ამავე ბურჯზე შემორჩენილია მეორე წარწერის (მთავრული) ნაშთი: „დფ“. მელქისედეკ საყვარელიძის წარწერა (აფსიდი): „საყდრ(ი)სა ამ[ის] მღრდ(ე)ლთმთავარების|[კ]ოპ [ოზს მელქი]ზედეგ[საყვარელიძ]ეს შეუნდ(ო)ს ღმერთმან“. მელქისედეკ საყვარელიძის საქტიტორო წარწერა (სამსხვერპლოს ტრაპეზის ქვაზე): „ქ. ადიდნეს ღ(მერთმა)ნ მფმფ მ(ე)ფე ბ(ა)გრ(ა)ტ და დედოფ(ა)ლი ელენე ა(მი)ნ. დიდ(ი)სა საყდრისა გაენათელ მთ(ა)ვ(ა)რებ(ი)სკ(ო)პ(ო)სმ(ა)ნ საყვ(ა)რ(ე)ლიძ(ე)მ(ა)ნ მ(ე)ლქიზ(ე)დეგ აღვ(ა)შ(ე)ნე კანკელი და ტრ(ა)პეზი ესე შ(ეუნდო)ს ღ(მერთმა)ნ“. ეპისკოპოს დომენტი ჩხეტიძის სავედრებელი წარწერა (პატრონიკის სამხ-აღმ. თაღზე): „ქ. წ(მიდაო) ნათლისმც(ე)მ(ე)ლო მფ(ა)რვ(ე)ლ და მეოხ ექმენ წ(ინაშ)ე ღ(მრთის)ა გენათელ მღდელთმთავარ ებისკოპოსსა დომენტის ჩხეტიძესა“ ზაქარია ქვარიანის სავედრებელი წარწერა (სამხრ-დას. ბურჯი) –„ღ(მერთ)ო შე(უნდე) დიდისა საყდრისა გაენათისა მიტროპოლიტი და აწ აფხაზეთისა|და საქართველოსა დიდისა ბიჭვინტისა კ(ათა)ლ(იკო)ზი ზაქარია ქვარიანი“. ალექსანდრეს III-ის წარწერა (ჩრდ-დას. ბურჯზე, წარწერა დაზიანებულია) –„ჰოÁ, შ(ე)ნ ც(ა)თა მობაძ[ ] [მ]ეორედ ი(ე)რ(უ)სალიმად წოდებულო| ხახულისა და გ(ე)ლათისა ს(ა)კუ(რ)თხევლისა ღ(ვ)თ(ი)სმშ(ო)ბელო, ჩვ(ე)ნ მოსავმან და მვედრ[ებელმან]| თქვენმ(ა)ნ [მე]ფე[მან] ალექს(ა)ნდრემ და თა(ნა)მ(ე)ცხედრემან | [ ] დ [დედო]ფალთ [ ] ას(ულ)მ(ა)ნ ნესტანდა(ეჯ)ამან [ ] და ძეთა ჩვენთა| [ ] ბ და სოლო|[მომ ] სახსრად საოხად სულ[ ]სას [ ] ამინ“. ;ენა: ქართული და ბერძნული (იხ. სათანადო დოკუმენტაცია);დამწერლობა: მთავრული;თარიღი: მე-16 და მე-17 სს.;მდებარეობა არქიტექტურულ ელემენტებზე;ტიპი: ისტორიული; ტექსტი: მხატვართა წარწერები (გუმბათში, წინასწარმეტყველთა ფიგურების ქვეშ): „და შრომა, სიმდაბლე თეოდორო, ხელი წერა ესე“; „სიმეონ გამდელი ესე“, „სიმეონ საქმე აქა“, „[ ]თეოდორი“ ; მხატვარ ტიმოთეოსის ბერძნული წარწერა სამხ. მკლავში (იხ. სათანადო დოკუმენტაცია).;ენა: ქართული და ბერძნული;დამწერლობა: მთავრული;თარიღი: მე-16 ს.;ტიპი: საავტორო; ტექსტი: მელქისედეკ საყვარელიძის საქტიტორო წარწერა (სამსხვერპლოს ტრაპეზის ქვაზე): „ქ. ადიდნეს ღ(მერთმა)ნ მფმფ მ(ე)ფმე ბ(ა)გრ(ა)ტ და დედოფ(ა)ლი ელენე ა(მი)ნ. დიდ(ი)სა საყდრისა გაენათელ მთ(ა)ვ(ა)რებ(ი)სკ(ო)პ(ო)სმ(ა)ნ საყვ(ა)რ(ე)ლიძ(ე)მ(ა)ნ მ(ე)ლქიზ(ე)დეგ აღვ(ა)შ(ე)ნე კანკელი და ტრ(ა)პეზი ესე შ(ეუნდო)ს ღ(მერთმა)ნ“. ბაგრატ III-ის საქტიტორო წარწერა ბერძნულ ენაზეა შესრულებული სამხრეთ მკალვის დასავლეთ კედელზე (იხ. სათანადო დოკუმენტაცია);ენა: ქართული და ბერძნული;დამწერლობა: ასომთავრული;თარიღი: მე-16 ს.;ტიპი: საქტიტორო; ტექსტი: „[ ]სახლსა შ(ე)ნსა შვენის სიწმიდე უფ(ა)ლ(ო) სიგრძისა ჟ(ა)მთა [ ]“ (რმ. თაღი), „[ ]ბრწყინვალე საიდუმლო ესე რომელი სული წმიდა გარდამოხდა სიო[ნს] (სამხრ. გუმბათქვეშა თაღი).;ენა: ქართული და ბერძნული;დამწერლობა: მთავრული;თარიღი: მე-16 ს.;ტიპი: საღვთისმეტყველო; ტექსტი: სცენებისა და გამოსახულებების განმარტებითი წარწერები ხარება - „ხ(ა)რ(ე)ბა ყ(ყოვლა)დ წმ(იდი)სა“, შობა - შ(ო)ბა ქ(რისტე)სი, მირქმა - „მირქმა“, ნათლისღება - „ნ(ა)თლისღ(ე)ბა“, ლაზარეს აღდგინება - „ლაზ[არე]ს აღდგინება“, გარდამოხსნა - „გარდამოხსნა“, მენელსაცხებლე დედანი უფლის საფლავთან - „საფლავი ქ(რისტე)სი“, „სულიწმიდის მოფენა“ - „ასსა“, საყდარი განმზადებული - „ს(უ)ლი წ(მიდა)Á“, იუდას ამბორი - `ა(მ)ბორს ყოფა“, ფერხთა ბანა - „ფერხთა ბანა“, ძილი მოწამეფეთა- „ქ(რისტ)ე შეიწყალე სული ელიასი“, ქრისტე კაიაფასთან -ცალკეული ასოების ფრაგმენტებია შემორჩენილი), მიცვალების ხარება - „ხა[რე]ბ[ა] მიცვ(ა)ლებისა“, ღმრთისმშობლის ლოცვა ხატის წინაშე - „დედაო, მე შენთან ვარ“; წმ. დედათა ტრაპეზ“ – „[ ] უბრძანა სერობა“; ღმრთისმშობლის მიერ ფერხთა ბანა - „ფერხთა ბანა“, ღმრთისმშობლის ზიარება - „ზიარება. იაკობ ძმა უფლისა“, ღრუბლითა შემოკრბეს მოციქულნი - „ღრუბლითა შემოკრბეს მოციქულნი“, ღმრთისმშობლის ამაღლება - „ამაღლება[ ]დედისა ღ(მრ)თ(ი)სა“; ღმრთისმშობლის ქება - „დ(ავი)თ ქნარსა სც(ე)მს“, „[ ]ყოველი მაშ(ი)ნ აბრამ, ის(ა)კ ი(ა)კ(ო)ბ, სიმეონ მოვიდეს“, „მ(ა)რ(ია)მ ხმ(ა) ყო ადგილი ცთ მოსლვ[ა] ყოვ(ელ)ს“, „ი(ოან)ე [ ] მოვიდა“; ტაძრად მიყვანება - „ტაძრ(ა)დ მიყვ(ანე)ბა [ ] ყ(ოვლა)დ წ(მიდის)ა[ ]“ (ბემაში, მე-18 ს. ); მაცხოვრისთვის ეკლის გვირგვინის დადგმა - „შეთხრზნეს გვ(ი)რგვ(ი)ნი ეკლისა. და(ა)დგეს თ(ავ)სა მის[ა]“; მაცხოვრის მეწამული ქლამიდით შემოსვა - „შემოსეს ქლამინდი მეწ(ა)მული“, მაცხოვრის თვისივე სამოსელით შემოსვა - „შემოსეს თვისივე სამოსელი“, მაცხოვრის შოლტით ცემა - „პილატემ შოლტით ცემა იესოს“, ჯვრის ტვირთვა -„[ ] ქ []ეს წინა[ ]“, პილატეს სამსჯავრო - „პილატემ ხელი დაიბანა ქრისტესთÂს“, პეტრეს უარყოფა - „პ(ე)ტრ(ე)ს მოეხსენა იესუ სტ(ი)რის მწ(ა)რედ“, პეტრე და მეკარე დედაკაცი - „მეკარე დედაკაცი“, „პეტრე [ ]“, იუდას სიკვდილი - „იუდა“. ქრისტე - „IC CX“ (ქრისტე პანტოკრატორი გუმბათში, „ზირების“, „მსხვერპლის თაყვანისცემის“, „შობის“ სცენებში, გოლგოთის ჯვრებთან), იესო ქრისტე - „ი(ეს)უ ქ(რისტ)ე“ („ძილი მოწაფეთა, „ქრისტეს გაშოლტვა“, „შემოსეს სამოსელითა თვისითა“, „ძილი მოწაფეთა“, „ხატი მიძინებისა“, ჯვართან დას. მკლავის კამარზე; ევმანუელი - „ი(ეს)უ ქ(რისტ)ე ევმანოელ“; ძველი დღეთა -„ძუელი დღ(ე)თაÁ“; ღმრთისმშობელი - ΜΡ ΘY („ღმრთისმშობლის შობა“, „ტაძრად მიყვანება“, „წმ. დედათა ტრაპეზი“, „ღმრთისმშბლის ზიარება“, „დატირება“). წინასწარმეტყველები (გუმბათში) -„წინასწარმეტყველი“ წერია ბერძნულად, ხოლო სახელები ქართულად ზგჯერ ბერძნული ტრანსკრიფციით: დავითი - „დავიდ“, მიქია - „მიხეას“, იონა - „იონას“, მოსე -„მოისის“, სოფრონია - „სოვონიას“, ოსია - „ოსიას“, ზაქარია - „ზახარია ახალი“; „აარონ“, „სოლომონ“, „დ(ა)ნიელ“, „აბდია“, „ნაუმ“, ამბაკუმი - „აბაქუმ“, ეზეკიელი - „იეზექიელ“, „ამოს“, ანგია - „ანი[ა]; მახარებლები: ლუკა - „წÁ ლ(უ)კა“; ეკლესიის მამები (აფსიდი): „წÁ ი(ოან)ე ოქრ(ო)პ(ი)რი“, „წÁ გრ(იგო)ლი ღ(ვთის)მეტყვ(ე)ლი“, „წÁ პ(ე)ტრ)ე ალექსანდრიელი“; „წÁ კ(ი)რ(ი)ლე ალექსანდრიელი, „გრიგოლი აკრაკანტელი“, დიაკვანი: „წÁ სტ(ეფან)ე“; მოციქულები - „წÁ პ(ე)ტრ(ე), „წÁ პ(ა)ვლ(ე). წმინდანები - „წÁ გიორგი“, „წÁ დემეტრე“, „წÁ თ(ევდორ)ე ტირ(ო)ნი“, „წÁ თ(ევდორ)ე სტრ(ატი)ლ(ა)ტი“; წმ. კონსტანტინე - „[კ]ოსტანტინე“, წÁ ელენე“, „წÁ კ(ო)ზ(მა)ნ“, „წÁ კ(ვირი)კე, „წÁ ი(ვ)ლ(ი)ტ(ა), „წÁ იოვ[აკიმ], „წÁ ანნა“, „წÁ ზ(ა)ქ(ა)რია“ , „წÁ ელის(ა)ბ(ე)დ“, „წÁ სიმ(ეო)ნ მესუ(ე)ტე“, „წÁ ალიპი მესუ(ე)ტე“; „წÁ პატაპი მესუ(ე)ტე“, „წÁ დანიელ მესვ(ე)ტე“, „წÁ ანტ(ო)ნი“, „წÁ პ(ა)ნტელეიმონ“. იოანე ნათლისმცემელი - „წ(მიდა)Á ი(ოან)ე ნათლისმც(ე)მელი“, მისი გრაგნილის წარწერა - „[ღაღა]დ(ე)ბისა უდაბნოსა [განმ]ზადე“, „წმ. ანდრია - „ანდრ(ი)ა“. ისტორიულ პირთა პორტრეტების წარწერები დავით აღმაშენებლის პორტრეტის წარწერა - „დიდი მე(ფე)თა შ(ორი)ს წ(ა)რჩინ(ე)ბ(უ)ლი აღმ(ა)შ(ე)ნ(ე)ბ(ე)ლი ს(ა)უკნ(ო)დ მცა არს ხს(ე)ნ(ე)ბაÁ მისი, ამინ. დ(ავი)თ“, კათალიკოს ევდემონის პორტრეტი - „ აფხაზეთისა კ(ათალიკო)ზი ევდემონ“, ბამარგატ III - „მ(ე)ფეთ მეფე ბ(ა)გრ(ა)ტ“, დედოფალი ელენე -„დედოფ(ა)ლთა დედოფ(ა)ლი ელ(ე)ნე“, გიორგი II – „ მ(ე)ფეთ მ(ე)ფე გ(იორგ)ი“, დედოფალი რუსუდან - „დედოფ(ა)ლთა დედოფ(ა)ლი რუსუდან“, უფლიწული ბაგრატ -„ძე მ(ა)თი ბ(ა)გრ(ა)ტ“. მელქისედეკ საყვარელიძის პორტრეტის წარწერა: „ქ. საყდრისა ამის მღ(ვ)დ(ე)ლთმთავარებისკოპ(ო)ზს მელქ(ი)ზედეკს სა(ყ)ვარელ(ი)ძესა შეუნდ(ო)ს ღ(მერთმა)ნ ა(მი)ნ.“ დომენტი ჩხეტიძის პორტრეტის წარწერა: „გენ(ა)თ(ე)ლ მღ(ვ)დ(ე)ლთ მთ(ა)ვ(ა)რებ(ი)სკ(ო)პ(ო)სი კ დომ(ე)ნტი ჩხ(ე)ტიძე. ს(ა)უკ(უ)ნ(ო)დმცა არს ხს(ენე)ბა მისი ა(მი)ნ“. მღვდელთმთავარ ფილიპეს პორტრეტის წარწერა (დას. კედლის ნიშა): „დ(ედაო) წ(მიდა)ო| ღ(ვთის)მშ(ო)ბ|ლო| შ(უნდე) ს(უ)ლ[ი]| ფილ(ი)პე [მღ]|დ(ე)ლ მ [ ]|ა ა[მინ]“. გამოსახულებათა და სცენათა განმარტებითი, წინასწარმეტყველთა და ეკლესიის მამათა გრაგნილების, გუმბათქვეშა აღმოსავლეთი თაღის ბერძნულენოვანი წარწერები, იხ. სათანადო დოკუმენტაცია. ეპისკოპოს ანტონი მაწყვერელის პორტრეტის წარწერა (საკათლიკოსო საყდარის კედელზე): „ქ. ადიდიე [ა]მ საყდრის მღრდელთ მთავართეპისკოპოსი მაწყვერელი“ (წარწერა დაზიანებულია). ;ენა: ქართული და ბერძნული (იხ. სათანადო დოკუმენტაცია);დამწერლობა: მთავრული;თარიღი: მე-16 და მე-17 სს.;ტიპი: განმარტებითი;




 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com