კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


ქვაზე კვეთილობის მოკლე მხატვრულ-ისტორიული დახასიათება:
ატენის სიონი ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა (24X19 მ., სიმაღლე _ 22 მ.). იგი ნაგებია ქვიშაქვის თლილი კვადრებით. უფრო გვიანი რემონტის დროს წყობაში შეიტანეს აგრეთვე თეძმის ტუფის ქვები. ტაძრის ქვების ფერია მონაცრისფრო, მომწვანო, ალაგ-ალაგ მოვარდისფრო და აგურისფერ-წითელი. ატენის ფასადები უხვადაა შემკული რელიეფებითა და ორნამენტული დეკორით. ინტერიერში ფრესკებია. ატენის სიონი მრავალრიცხოვან წარწერებს შეიცავს _ ქვაზე ნაკვეთს და საღებავებით შესრულებულს, ზოგჯერ მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობებით.
პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
თარიღი:
მე-5 ს. მე-7 ს.


რეგისტრაციის ნომერი სახელწოდება
3 წყალსატევს დაწაფული ირმები
4 სენმურვის გამოსახულება
5 ანთროპომორფული კაპიტელები
6 ნადირობის სცენა
7 ქტიტორი სტეფანე დაიკონის წინაშე
8 აღმოსავლეთ ფასადის სარკმლების სათაურების ორნამენტი
9 ქტიტორი სტეფანე დიაკონის წინაშე
10 წმინდანის გამოსახულების ფრაგმენტი
11 ორნამენტული ფილა
12 ჩვილედი ღმრთისმშობელი
13 დიაკონისას ტიპის ღმრთისმშობელი
14 ქრისტესა და ქტიტორების ფიგურები
15 რელიეფები ფიგურების წყვილით
16 ცალკე მდგომი ფიგურის რელიეფი
17 სამი ფიგურისაგან შემდგარი ჯგუფი
18 სარკმლის სათაური ნახევარფიგურული გამოსახულებით
19 რელიეფი სცენების გამოსახულებით
20 რელიეფი სცენებით
21 ფრინველი
22 ძერა, რომელიც კურდღელს თავს უკორტნის
23 ადამიანის ხელებით შემოვლებული ცხოველი (ფრაგმენტი)
24 ფილა ორნამენტით
25 ორნამენტული ფილა



უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com