კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
8684
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
შუა საუკუნეები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
იმერეთი
მუნიციპალიტეტი:
ხარაგაული
დასახლებული პუნქტი:
გედსამანია
კოორდინატები:
X:363814 Y:4659439
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
11/06/2013
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/90
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ტბეთის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს სოფ. გედსამანიიდან 2 კმ - ის მანძილზე, მაღალი მთის წვერზე, გაშლილ მინდორზე. ეკლესიამდე მიდის როგორც საცალფეხო ბილიკები, ასევე მეტად რთული სამანქანო გზა - მხოლოდ სამხრეთიდიანი მანქანანითაა მოძრაობა შესაძლებელი. ხარაგაულელი ავტორის, იზა ვეფხვაძის წიგნის „ხარაგაულის“ მიხედვით მეცხრამეტე ს. პრესის მასალებით ეკლესიას ტბეთი ეწოდება შავშეთში მდებარე ტბეთის ეკლესიის პატივსაცემად. ამავე მასალების მიხედვით არსებულა ხალხური გადმოცემა, რომ ეკლესია თამარ მეფეს აუგია. რადგან ადგილი მიუვალი იყო, ხალხი ჩამწკრივებულა მდინარიდან მთის წვერამდე და თოთოეული ქვის ხელი-ხელ გადაწოდებით აუზიდავთ საშენი მასალა მთის წვერზე. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ირგვლივ ასწლოვანი, უზარმაზარი ცაცხვის ხეები აქვს შემოჯარული. ინტერიერი - აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, ცენტრში თაღოვანი სარკმლით, რომელშიც თუნუქია ჩასმული. აბსიდის სამხრეთ კედელში დატანებულია ოთკუთხა ნიშა, ხოლო ჩრდილო კედელში - თაღოვანი. აბსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში ჩატანებულია ქვევრები. საკურთხეველში, ზედ აღმოსავლეთის კედელთან მიდგმულია ტრაპეზის მაღალი, ოთკუთხა ქვა. საკურთხევლის კედლები სანთლის დასანთებ სიმაღლეზე ძალზედ შემურულია. ყველგან შერჩენილია სანთლის ნაღვენეთები. საკურთხეველში, ნიშებში და კედლებზე განლაგებულია თანამედროვე ხატები და ჯვრები. რატომღაც, საკურთხეველშია ჩამოკიდებული თანამედროვე ზარი, ასევე დგას თვითნაკეთი კუსტარულად დამზადებული სასანთლეები. ეკლესიის ინტერიერი, გარდა საკურთხევლისა და კონქისა, შელესილია. სამხრეთის კედელში გაჭრილია თაღოვანი კარი და მომცრო ზომის თაღოვანი სარკმელი. დასავლეთის კედელს გადაუყვება თაღი. ეკლესია აშენებულია სხვადასხვა ზომის ქვებით. ეკლესიის ფასადები შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე, სახურავის ქვემოთ, ამოკვეთილია წრეში ჩასმული ჯვარი. სახურავს შემოყვება კარნიზი. კარნიზის ქვები ბევრგან ჩამოცვენილია და სამხრეთის კედელთანაა დალაგებული. არის საშიშროება კარნიზის ქვების ჩამოცვენისა. ეკლესიის შესასვლელ კართან ორსაფეხურიანი ქვის კიბეა. ეკლესია გადახურული ყოფილა კრამიტით. ამჯერად გადახურულია გოფრირებული თუნუქით (ადგილობრივი მოსახლეობის ძალებით). დასავლეთის ფასადიდან დაახ. 1მ-ის დაშორებით დგას ახლად აგებული ნაგებობა, რომელიც გადახურულია ეკლესიის ძველი, შემორჩენილი კრამიტით. სავარაუდოდ, ეს ნაგებობა „ტბეთობის“ დღესასწაულზე ამოსულ მოსახლეობის, ღამისმთევლებისა და სუფრის გასაშლელად უნდა იყოს განკუთვნილი ( შენობაში განლაგებულია მაგიდები და სკამები). ეკლესია არ არის მოქმედი. აქ , გიორგობის პირველ ნახევარში, ორშაბათ დღეს, იმართება „ტბეთობის“ დღესასწაული, რომელშიც ახლომახლო სოფლების მოსახლეობა იღებს მონაწილეობას.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com