კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ხერთვისის ციხე
სარეგისტრაციო ნომერი:
8209
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო /ციხე
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო /ციხე
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს. ; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-10-მე-19
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-10 - მე-19 საუკუნეები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ასპინძა
დასახლებული პუნქტი:
ხერთვისი
კოორდინატები:
X:356906.01 Y:4593390.67
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
07/11/2006
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
665


მოკლე დახასიათება:
ხერთვისის ციხე აღმართულია მაღალ, კლდოვან მთაზე, მდ. არტაანის მტკვრის და მდ. ფარავნის მტკვრის ხერთვისში. ციხე რთული, კარგად შენახული ნაგებობაა. სხვადსხვა დონეზე შენახული ოთხი კოშკი ერთმანეთთან სქელი კედლებითაა შეერთებული და ერთ სისტემას ქმნის. შიდა სივრცე, სადაც ორი კოშკი დგას, კედლებითაა დაყოფილი. ციხის ტერიტორიაზე დგას დარბაზული ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. ციხე ორი მთავარი ნაწილისაგან, ციტადელისა და ციხის გალავნისაგან შედგება. პირველი მათგანი მაღლაა, მეორე მას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აკრავს. ციტადელიდან სამხრეთისაკენ დაშვებული კედელი ბურჯებითა და კოშკებითაა გამაგრებული. ასეთივე კედელი, აღმოსავლეთით, მდ. ფარავნის მტკვრისაკენაც მიემართება. ქართული საისტორიო წყაროები ხერთვისის აგებას ანტიკურ ხანას (ძვ.წ. IV ს) მიაწერენ. ამ ეპოქის ნაშთები დღეისათვის ხერთვისის ტერიტორიაზე ზედაპირულად არ შეინიშნება. სავარაუდოა, რომ უძველესი ფენები მიწითაა დაფარული და არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს. ისტორიული წყაროებისა და სამშენებლო წყობების მიხედვით ძეგლი შეიცავს X-XIX სს ნაგებობათა ნაშთებს შესაბამის კულტურულ ფენებთან ერთად. ხერთვისის ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი არასწორი მოყვანილობის კლდოვან თხემს მიუყვება. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იგი მიუდგომელია. სამხრეთიდან და ნაწილობრივ აღმოსავლეთიდან მას აკრავს გალავანი, რომელიც თავის მხრივ საკმაოდ დიდ ტერიტორიას შემოსაზღვრავს. ციტადელის კედელი ნაგებია საშუალო ზომის ერთმანეთთან კარგად მორგებული დაუმუშავებელი ქვებით, რიგების ჰორიზონტალობის დაცვით. მაღალი კედლები სრულდება ნახევარწრიული ქონგურებით. კედლის წყობაში კოშკები და და კონტრფორსებია ჩაშენებული. ციტადელის შიდა ტერიტორია რამოდენიმე მონაკვეთად იყოფა. დასავლეთ ვიწრო ნაწილში მაღალ კლდოვან ბორცვზე, მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა აღმართული. ოთხკუთხა მაღალი კოშკი, ციტადელის შიგნით, დაახლოებით ცენტრალურ მონაკვეთშია აგებული. აღმოსავლეთი ნაწილი სრულდება წახნაგოვანი კოშკით, რომელიც ნაწილობრივ გალავნის საზღვრებს სცილდება. კიდევ ერთი, უფრო განიერი პროპორციების მქონე კოშკი ციტადელის გალავნის სამხრეთ კედელზე, გარედან არის მიდგმული. ციხის ძირში, ჩრდილოეთით, ფარავნის წყლის პირას აბანოა განთავსებული. ხერთვისის ციხე საფორტიფიკაციო, საერო და საკულტო არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

  • ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან

  • საერთო ხედი აღმოსავლეთიდან

  • საერთო ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან

  • საერთო ხედი

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com