კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
7251
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
1871 წელი


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ალი
კოორდინატები:
X:387825.000027383 Y:4660471.99962254 Z:1106
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია დგას მდ. ჭერათხევის ხეობაში. სამხრეთ შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის მიხედვით ეკლესია აგებულია 1871წ. ალექსი კევლიევის (კევლიშვილი) შემწეობით ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე. მონასტერი დააარსა ასურელმა მამა - მიქაელ ულუმბოელმა. თემურ ლენგის ლაშქარმა დაანგრია მონასტერი, რომელიც ამ ადგილის მფლობელმა ქუცნა ამირეჯიბმა აღადგინა. XIX ს-ში ეკლესია კვლავ დაინგრა, რომლის საძირკველზე ამჟამინდელი ეკლესია ააშენეს. ეკლესია დარბაზულია (15.95X9.33მ.), ნაგებია ნატეხი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. სამხრეთის თაღოვანი კარი (ძველი ეკლესიისა) ამოქოლილია. აფსიდი ნახევარწრიულია. აღმოსავლეთით, აფსიდში და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთით და ჩრდილოეთით - ორ-ორი. დარბაზის გრძივი კედლების პილასტრებზე გადადის საბჯენი თაღები, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე კედლის დეკორატიული თაღებიცაა. აფსიდის საძირკველში ქვიშაქვაზე შემორჩენილია XI საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიგრაფიკული ძეგლი, ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი: ,,ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული შენ მიერ გვირგვინოსანი სამოთხველად ცამდე ამაღლებული უძლეველი გიორგი მეფე ყოვლისავე აღმოსვლისავე..."


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com