კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
7220
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
გვიანი შუა საუკუნეები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ვაყა
კოორდინატები:
X:393046 Y:4655071 Z:673
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფლის განაპირას, სამხრეთით 200მ-ზე, სასაფლაოზე (კოშკურ ეკლესიასთან ახლოს). დაზიანებულია: ჩანგრეულია ეკლესიის კამარის სამხრეთ ნაწილი, დანგრეულია აღმოსავლეთ კედელზე მოგვიანებით დაშენებული სამრეკლო. კონქი და დარჩენილი კამარა აგურითაა გადაყვანილი. ეკლესია დარბაზულია (8.5X5მ.), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, რიყის ქვითა და ნაწილობრივ აგურით. სამხრეთ ფასადი 1.2მ-ის სიმაღლეზე დაფარულია მიწით. შესასვლელი ჩრდილოეთით და დასავლეთითაა. დასავლეთ შესასვლელი შიგნიდან სწორკუთხაა და გარედან შეისრული თაღითაა გადახურული. ჩრდილოეთისა გადაკეთებულია და ამჟამად ხის ბრტყელი ზღუდარი აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია შიგნიდან სწორკუთხა და გარეან თაღოვანი სარკმელი. ასეთივე სარკმლებია დასავლეთითა და ჩრდილოეთით. აფსიდში ჩრდილოეთით პატარა თაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მარტივი პილასტრია, რომლებზეც კამარის შეისრული საბჯენი თაღია გადაყვანილი. შეისრული ფორმისაა რიყის ქვით ნაწყობი კამარა და კონქიც. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე შემორჩენილია აგურის საფეხურებიანი ლავგარდნის ფრაგმენტები.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com