კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
7219
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-19 საუკუნე


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ვაყა
კოორდინატები:
X:395449 Y:4654188 Z:629
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ეკლესია მდებარეობს სოფ. ვაყაში, ნასოფლარი სომანეთის ტერიტორიაზე. ჩანგრეულია ეკლესიის კამარის სამხრეთ ნაწილი, სახურავზე აცვენილია კრამიტი. კონქი და დარჩენილი კამარა აგურითაა გადაყვანილი. ეკლესია დარბაზულია (7.8X5.3მ.), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, რიყის ქვითა და აგურით ძველ ნაეკლესიარზე, რომლის მხოლოდ ნაშთია შემორჩენილი. დასავლეთით სწორკუთხა შესასვლელია. არაწესიერი ფორმის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია. მსგავსი სარკმლებია სამხრეთით და დასავლეთით. აფსიდში სამი პატარა ნიშია. საკურთხევლის დამრეც კონქში ჩასმულია ოთხი პატარა სარეზონატორო ქვევრი. დარბაზის ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები გრძივი კედლების და დასავლეთის კუთხის მარტივ პილასტრებს ეყრდნობა. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. სამსაფეხურიანი აგურის ლავგარდნის ფრაგმენტებია შემორჩენილი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com