კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
7137
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
1002 წელი


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ხცისი
კოორდინატები:
X:391103 Y:4647377 Z:814
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
07/11/2006
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
665


მოკლე დახასიათება:
ნათლისმცემლის ეკლესია (წვიმოეთის ეკლესია) მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1.5კმ-ზე. ეკლესიის კამარები და კონქი ჩამონგრეულია. საკურთხეველში, სარკმლის აქეთ-იქით 2-2 შეწყვილებული, მაღალი თაღოვანი ნიშებია. ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზული ტიპისაა (14.3X15.5მ.). მას ჩრდილოეთით სწორკუთხა მინაშენი ჰქონდა, სამხრეთიდან კი მთელი შენობის სიგრძის სტოა-ეგვტერი. სამხრეთის მინაშენის სამხრეთ კედელი სვეტზე დაყრდნობილი 2 თაღით იხსნებოდა. სამხრეთ მინაშენის დასავლეთ ნაწილის ქვეშ საძვალე-სამარხია. ჩრდილოეთ მინაშენის კამარაც ჩამონგრეულია. ეკლესიის ფასადები უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, რელიეფებითა და ლაპიდარული წარწერებით. აღმოსავლეთის ფასადის წარწერის თანახმად, ეკლესიის აშენება 1002 წელს დაუწყია ანანია მთავარეპისკოპოსს. ფასადთა დამუშავებაში გამოყენებულია XI საუკუნეში შემუშავებული და დამკვიდრებული მოტივები: დეკორაციული თაღები, ფართო ორნამენტული საპირეები, ჯვრის, ფრინველთა და ცხოველთა რელიეფური გამოსახულებები. ეკლესია 1990–იან წლებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა. ეკლესიის გარშემო მიმოფანტულია ორნამენტირებული ქვები. ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ძველი ნამონასტრალია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com