კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
სარეგისტრაციო ნომერი:
7037
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
კულტურა/მუზეუმი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-19 საუკუნის დასასრული


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
მცხეთა
დასახლებული პუნქტი:
საგურამო
კოორდინატები:
X:480124.903033873 Y:4637793.1968042 Z:572
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
31/05/2012
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/182
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
12/01/2018
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
10


მოკლე დახასიათება:
სახლი აშენებულია ილია ჭავჭავაძის მიერ. შენობა ნაგებია აგურით და რიყის ქვით დუღაბზე. დახურულია თუნუქით. სახლის აგებულება არასტანდარტულია იმ პერიოდის ქართული საცხოვრისისთვის: შენობა რელიეფის შესაბამისადაა აშენებული, ამიტომ ჩრდილოეთის მხრიდან ის ორსართულიანია სამხრეთის მხარეს კი სამსართულიანი. აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს კარიბჭე და ქვის თაღოვანი კიბე. სახლს ჩრდილოეთით პირველ სართულზე, ხოლო სამხრეთით ყველა სართულზე ფართო ხის აივნები აქვს. აივნებთან სართულზე მდებარე ყველა ოთახია დაკავშირებული. კარ-ფანჯრები ხისაა, სარკმლებს აქვს ხისავე დარაბები. თითოეული ოთახი რამდენიმე სარკმლით და კარითაა განათებული. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირდება. შენობაში შესასვლელი ყველა ფასადიდანაა, თუმცა მთავარი აღმოსავლეთისაა. სამხრეთის მხრიდან პირველი სართული ოჯახისთვის განკუთვნილ შიდა ოთახებს ეკავა, მეორე სართულზე სასადილო, მისაღები, სათამაშო ოთახები და დერეფანია. მესამე სართულზე კი საძინებელი, ჰიგიენური და ილიას სამუშაო ოთახებია. ოთახებში, რომლებიც დღეს უკვე საექსპოზიციო სივრცეს წარმოადგენენ მთლიანად ილიასეული ავეჯითაა გაწყობილი. ეზოში მდებარეობს ილიას დროინდელი სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან

  • ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან

  • ჩრდილოეთის ფასადი

  • ხედი სამხრეთიდან

  • სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარე

  • სამხრეთის ფასადი

  • აღმოსავლეთის მხარე

  • მისაღები ოთახი

  • სათამაშო კუთხე მისაღებ ოთახში

  • მისაღები ოთახი

  • სასტუმრო ოთახი

  • სასტუმრო ოთახი

  • სასადილო ოთახი

  • საძინებელი ოთახი

  • ილიას სამუშაო კუთხე

  • ილიას სამუშაო ოთახი

  • ილიას ნიღაბი და ხელის ანაბეჭდი

  • ილიას ნივთები

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com