კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
6942
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-6-მე-9


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ყვარელი
დასახლებული პუნქტი:
გავაზი
კოორდინატები:
X:581292.999611031 Y:4640585.00049065 Z:443
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
07/11/2006
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
665


მოკლე დახასიათება:
ძველი გავაზის ღმრთისმშობლის ეკლესია - ტეტრაკონქის ტიპის ერთ-ერთი პირველი ტაძარი – VI საუკუნეშია აგებული. სოფელს, სადაც ტაძარი აუგიათ “გავაზი” რქმევია, მაგრამ ის XVII-XVIII საუკუნეებში ლეკიანობისას გაპარტახებულა. მოსახლეობა ალაზნის პირას გადასახლებულა, სადაც ახალი სოფელი, გავაზი გაჩენილა. ეკლესიის კარის თავზე შემორჩენილი წარწერა გვამცნობს, რომ 1852 წელს ივანე ამილახვარს აღუშენებია და დაუსახლებია ძველი სოფელი გავაზი და წმინდა ტაძარიც განუახლებია. ასე აღმოჩენილა ძველი გავაზი განახლებულ ახალსოფელში. ტაძარი მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული: უძველეს ნაწილს - ოთხი აფსიდით შექმნილ მარტივ სივრცეს, რომელსაც გუმბათი აგვირგვინებს, VIII-IX საუკუნეებში გარშემოსავლელი შემოაშენეს. თავისი კვალი დაამჩნია შენობას XIX საუკუნის “განახლებამაც”. მაგრამ უფრო საგულისხმოა ის ნიშნები, რაც ძეგლის სიძველეზე მეტყველებს. ეს არის ნალისებრი მოხაზულობა არა მხოლოდ ოთხივე აფსიდის, არამედ ორივე (დასავლეთი და სამხრეთი) შესასვლელის თაღებისა. გარედან კედლები და გუმბათის ყელი დასრულებულია თაროსებრი, ორსაფეხუროვანი ლავგარდნით. ტაძრის ეზოში 1971წ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ლ. ჭილაშვილი) გათხარა 35 სამარხი, სადაც გამოვლინდა X-XVIIIსს-ების არქეოლოგიური მასალა.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com