კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ნაქალაქარი, კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
6525
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-16-მე-17 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XVI-XVIIსს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ალი
კოორდინატები:
X:387750.999796083 Y:4661398.99953975 Z:778
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
07/11/2006
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
665


მოკლე დახასიათება:
ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს ნაქალაქარის დასავლეთით. დაზიანებულია: ეკლესიის გარეთა კედლის პერანგი მორღვეულია, სახურავი - დაცურებული. ლავგარდანი ჩამონგრეული. ეკლესია გუმბათოვანია (14.5X10.9მ.), ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებს და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა და დანარჩენი თაღები და კამარები ისრულია. სამი საფეხურით ამაღლებული ღრმა საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის კვადრებზე კვადრატული ნიშებია, ხოლო მათ ზემოთ - საიდუმლო სათავსებში ასასვლელი ხვრელები. ეს სათავსები მაღალია, გეგმით სწორკუთხა. მათ ქვეშ ასევე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. დასავლეთის მკლავის კამარა დაკიდულ პილასტრზე გადასულ თაღზეა დაყრდნობილი. ჩრდილოეთ კედლის ნიშში სანათლავია. აფსიდის ღერძზე და სამივე მკლავში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში - თორმეტი. ეკლესიის ინტერიერი შეთეთრებულია. ეკლესიის ცოკოლი ერთი საფეხურითაა გამოწეული. ფასადებზე კარ-სარკმლის საპირეები ამოყვანილია აგურით. სამხრეთ ფასადზე უსწორო ქვაზე მზის საათია ამოკვეთილი. აღმოსავლეთ ფასადზე მარცხენა სარკმლის ქვემოთ გამოსახულია მარტივი ჯვარი. აგურის თორმეტწახნაგა პირამიდული გუმბათის წახნაგები გაწყობილია უწყვეტი თაღედით.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com