კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
6510
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
გვიანი შუა საუკუნეები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ქვემო აძვისი
კოორდინატები:
X:391931.999827784 Y:4655799.99948276 Z:701
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. დარბაზულია (10.2X5.8მ.), ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვიშაქვით. შესასვლელები სამხრეთიდან (დანგრეულია) და დასავლეთიდანაა. დასავლეთის შესასვლელი ამოშენებულია და მის ადგილზე 3 პატარა სათოფურია გაკეთებული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შიგნიდან შეისრული, ხოლო გარედან ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელია, სარკმლის ჩრდილოეთით სწორკუთხა, ხოლო სამხრეთით თაღიანი ნახევარწრიული ნიშია. თითო სარკმელია დასავლეთის კედლის ღერძზე და სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. დარბაზის გრძივ კედლებზე და დასავლეთ კედლის კუთხეებში ორსაფეხურიანი პილასტრებია. პილასტრების პირველ საფეხურს კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა, ხოლო მეორეს - დარბაზის ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი. თაღების ქუსლებთან მთლიანი ქვიშაქვის იმპოსტებია, რომელთა პროფილს თარო და უმნიშვნელოდ შეზნექილი სიბრტყე შეადგენს. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმელი ოთხლილვიან ჩარჩოშია ჩასმული. მის მარჯვნივ გეომეტრიული ორნამენტით შემკული ქვიშაქვის ფილაა. დასავლეთის შესასვლელი დასრულებულია რელიეფური არქივოლტით. დასავლეთ ფრონტონის ჩრდილოეთ ქანობზე და გრძივ კედლებზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com