კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
5772
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/სამნავიანი ბაზილიკა,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/სამნავიანი ბაზილიკა,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-6 საუკუნე


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
წალკა
დასახლებული პუნქტი:
წალკა
კოორდინატები:
X:423965.164700082 Y:4605611.63324299 Z:1499
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
07/11/2006
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
665


მოკლე დახასიათება:
ეკლესია მდებარეობს ქ. წალკაში, ღვთისმშობლის გუმბათიანი ტაძრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 5 მეტრის დაშორებით. ნაგებია დამუშავებული ქვის კვადრებით. იგი ძლიერაა გადაკეთებული. თავდაპირველი სახე, ყველაზე მეტად, აღმოსავლეთის ფასადს აქვს შენარჩუნებული. ეკლესია წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. აქვს ოთხი სარკმელი – სამი აღმოსავლეთ კედელში, ერთი – დასავლეთ კედელში. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა აწეული დარბაზის იატაკიდან და აქვს სოლეა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, თავდაპირველად იგი ორმალიანი ყოფილა, ეხლა ერთი კარი გადაკეთებულია ფანჯარად, რომლის მარჯვენა ამყოლზე ამოკვეთილია წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარი. დასავლეთის ფასადის ცენტრში შესასვლელი იყო გაჭრილი, რასაც მოწმობს კედლის წყობაში შემორჩენილი ტიმპანი. ტიმპანში შემორჩენილია ფაქიზი კვეთით შესრულებული რელიეფი ღვთისმშობლის განდიდების სიუჟეტით. აღმოსავლეთის ფასადზე, შვერილი აფსიდის ცენტრში, ამოკვეთილია სამსაფეხურიან კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • ხედი სამხრეთიდან

  • ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან

  • ხედი დასავლეთიდან

  • ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან

  • აღმოსავლეთის ფასადი. დეტალი

  • დასავლეთის ფასადი დეტალი

  • სამხრეთის ფასადი. დეტალი

  • სამხრეთის სარკმელი. დეტალი

  • სამხრეთის ფასადი. დეტალი

  • ინტერიერი. დეტალი

  • ინტერიერი. ღვთისმშობლის ხატი

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com