კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
5651
სახეობა:
არქეოლოგიური,არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/ნამოსახლარი/მეგალითური/ციკლოპური ნამოსახლარი,სათავდაცვო
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/ნამოსახლარი/მეგალითური/ციკლოპური ნამოსახლარი,სათავდაცვო
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
რკინის ხანა ძვ.წ. მე-10-6 სს./ადრე რკინის ხანა ძვ. წ. მე-10-8 სს. ; ბრინჯაოს ხანა _ ძვ. წ. მე-4-2 ათასწლეულები /გვიანბრინჯაოს ხანა-ძვ. წ. მე-16-11 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
ძვ.წ. 1-ლი ათასწლეული


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
წალკა
დასახლებული პუნქტი:
ნარდევანი
კოორდინატები:
X:408077.138025695 Y:4603428.00890348 Z:1579
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
07/11/2006
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
665


მოკლე დახასიათება:
„ციკლოპური სიმაგრე" მდებარეობს სოფ. ნარდევანის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირას, პატარა მდ. ჟამინძორის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1610 მ სიმაღლეზე. ციხე-სიმაგრე ნაგებია დიდი ზომის ლოდებით მშრალი წყობით. იგი გეგმაში მართკუთხაა, შიდა ზომებია 18 X 15 მ; კედლების სიგანე 3-4 მ-ია, ხოლო სიმაღლე 4,5 – 5 მ. ჩრდლოეთითა და აღმოსავლეთით შემორჩენილია კედლის ბურჯები. ძეგლი წარმოადგენს "ციკლოპური" წყობით ნაგებ კვადრატული ფორმის ციხე-სიმაგრეს, რომლის ძირითადი ნაწილის შიდა ზომები აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე 18 მ-ია ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზზე 21.5 მ. დამცავი კედლების სისქე 3.5-4 მ-ია. სიმაგრის კუთხეები და კედლები შუა ნაწილში შესქელებულია და კოშკის ხასიათს ატარებს. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში გამართული ბურჯის ქვედა ნაწილში ნიშისებური შესასვლელი შეინიშნება, რომელიც ამოვსებულია ქვებით ამიტომ მისი ხასიათის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. სიმაგრეს დასავლეთიდან სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ასეთივე წყობით შემოზღუდული გარეთა ეზოები თუ გამაგრებული სივრცეები აკრავს. დასავლეთის მინაშენის ჩრდილოეთ კედელში დატანებულია შესასვლელი (კარიბჭე) აქვე, ცენტრალური ნაწილის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, გამართულია კარი. დასავლეთის მხრიდან სიმაგრე დაცულია ფრიალო კლდით, რომლის ცალკეული მონაკვეთები, მიუვალობის გასაძლიერებლად ბაზალტის ქვების მშრალი წყობით არის ამოყვანილი. სიმაგრე მდინარისპირა ტერასის დასაწყისშია აგებული, მის აღმოსავლეთით და სამხრეთით საკმაოდ დიდ ფართობზე ნასოფლარის ნაშთები დასტურდება.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • სასიმაგრო კედელი. ხედი დასავლეთიდან

  • სასიმაგრო კედელი. დეტალი

  • სასიმაგრო კედელი. დეტალი

  • სასიმაგრო კედელი. დეტალი

  • სასიმაგრო კედელი. დეტალი

  • სასიმაგრო კედელი. ხედი სამხრეთიდან

  • სასიმაგრო კედელი. ხედი სამხრეთიდან

  • სასიმაგრო კედელი. დეტალი

  • სასიმაგრო კედელი. დეტალი

  • საერთო ხედი სამხრეთიდან

  • სასიმაგრო კედელი. დეტალი

  • სასიმაგრო კედელი. დეტალი

  • სასიმაგრო კედელი. ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com