კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
4229
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1910წ.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
თბილისი
მუნიციპალიტეტი:
თბილისი
დასახლებული პუნქტი:
თბილისი
ქუჩა:
რუსთაველის გამზ./9,ჯორჯაძე არჩილის ქ./2
კოორდინატები:
X:483300.43858275 Y:4616262.19135113
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
01/10/2007
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/181
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ქაშვეთის ახალი ეკლესია არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდის პროექტის მიხედვით 1904-1910 წლებში აიგო, ძველი ტაძრის ადგილას. XVIII საუკუნემდის აქ იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი, რომელიც XVIII საუკუნეში ამილახვრების აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა. XIX საუკუნის მიწურულისთვის, როგორც ჩანს ეს უკანასკნელი დაზიანებულა, რის გამოც ტაძრის მაშინდელ წინამძღვარს მარკოზ ტყემალაძეს ახალი ტაძრის მშენებლობა განუზრახავს. კედლის მთელი მდიდარი ჩუქურთმა, რომლის ნახატებიც არქ. ე. ლ. ანდრიოლეტიმ მოამზადა, ცნობილმა ქართველმა ქვის ოსტატმა ნეოფიტე აგლაძემ შეასრულა. ქაშვეთის კანკელის ხატები და კარის ესკიზები ჰენრიხ ჰრინევსკის ეკუთვნის. ტაძრის კურთხევა მოხდა 13 ოქტომბერს. ეკლესია წარმოადგენს სამთავისის გუმბათიანი ეკლესიის ასლს. სამთავისის მსგავსია გეგმარება და საფასადე სტრუქტურა თავისი ორნამენტაციით. იგი ჩაწერილი ჯვრის ტიპის ტაძარს წარმოადგენს, ოთხ თავისუფლად მდგომ ბოძზე დაფუძნებული 12 სარკმლიანი გუმბათით. ტაძრის კედლები შემოსილია ალგეთისა და თეძმის მოთეთრო ქვით. კანკელი და ინტერიერის ზოგი სხვა ელემენტი იტალიური მარმარილოსია. თავდაპირველად ძირითადი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონდა. ამჟამად მთავარი შესასვლელი რუსთაველის პროსპექტიდანაა დასავლეთის კარიბჭეში. ქვედა და ზედა ეკლესიები ერთმანეთს უკავშირდებოდა სადიაკვნეში მოწყობილი კიბით. ორიგინალისგან განსხვავებით ქაშვეთის ტაძარი „შესმულია“ მაღალ ცოკოლზე, რომლის ფარგლებშიც ქვემო ეკლესიაა გამართული. ამან გამოიწვია სრულიად თანამედროვე იერის მქონდე ორ-ორმარშიანი ორმხრივი ღია კიბის გაკეთება სამხრეთის კარის წინ – მთავარი ეკლესიის დონეზე ასასვლელად. აღმოსავლეთის ფასადი თავისი კომპოზიციური დანაწევრებით ყველაზე მეტად უახლოვდება ორიგინალს, თუმცა სარკმლების რაოდენობა, ისევე როგორც სხვა ფასადებზე, შეცვლილია. ჩრიდოეთით და დასავლეთით განსაკუთრებით ბევრია XI საუკუნისათვის უცხო დანამატი – დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი სარკმლის ქვემოთ და სხვადასხვა არქიტექტურული დეტალები. არაა დაცული სამთავისის საპირეების პროფილთა ხასიათი, თვით ჩუქურთმის სახეებიც ხშირად შორდება ორიგინალს (ამ მხრივაც აღმოსავლეთ ფასადი გამონაკლისია). ქაშვეთის ფასადები ვერ შეედრება ძველი ქართული ტაძრების ფასადთა თბილ, ინტენსიურ ტონალობას. აქ უგულებელყოფილია სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის რომბებში ჩართული ფერადი აქცენტებიც, რომლეთაც სამთავისის დეკორატიულ სისტემაში ნათლად გააზრებული ფუნქცია აქვთ მიკუთვნებული. პირველი შეხედვითვე ადვილად შესამჩნევია, რომ აქ დამოუკიდებელ შემოქმედებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ მექანიკურ განმეორებასთან, რაც ძალაუნებურად ერთგვარი ხელოსნური სიმშრალისა და შებოჭილობის დაღს ასვამს ყველაფერს. ეს სიმშრალე იგრძნობა კედლის ზედმიწევნით გათლილი ქვების წყობაშიც და, უფრო მეტად, ჩუქურთმებში, რომელთაც აკლიათ შუა საუკუნეების ქართული ქვაზე კვეთილობისათვის დამახასიათებელი სიცხოველე. ყოველივე ეს საკმაოდ კარგი საშემსრულებლო ოსტატობის მიუხედავად, ნაგებობის ფასადებსა და ინტერიერს, ეკლექტიკურ იერს სძენს. პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის დავალებით 1946-48წ. ქაშვეთის საკურთხეველი მოხატა ლადო გუდიაშვილმა. 1991წ. აშენდა დასავლეთის კარიბჭე - არქიტექტორი ირაკლი მოსულიშვილი. 2000 წ. სამხრეთ გალავანში ჩაშენდა მცირე სამრეკლო.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com