კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ბორჯომის პლატოს ეკლესია
სარეგისტრაციო ნომერი:
35024
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ბორჯომი
დასახლებული პუნქტი:
ბორჯომი
კოორდინატები:
X:366324.999997738 Y:4633007.00002978 Z:885
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ბორჯომის პლატოს ეკლესია მთის მოსწორებულ ბაქანის კლდეზეა მიშენებული. ეკლესია მდებარეობს პლატოზე არსებული ტურბაზის ბოლოში, ძველი საბაგიროს შენობის კუთხეში ჩაუყვება პატარა ბილიკი კლდის გასწვრივ რომელიც მიდის ეკლესიამდე . ეკლესია გვიანი შუასუკუნეებით თარიღდება. ნაგებია უხეში რუხი ფერის ქვებით (თვითონ კლდის ფერი ქვებით)და ისეა შეხამებული კლდესთან და დაფარული ნაძვის ხეებით, რომ თითქმის შეუმჩნეველია, ხოლო ეკლესიის ტერიტორიიდან იშლება შესანიშნავი პანორამა(პარკი, მდინარე ბორჯომულა,მაღლა აზიდული მწვანე ხეები). თვითონ ძეგლმა დიდი დანაკარგი განიცადა სახურავი და კამარა ჩაქცეულია. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლის მოვალეობას ასრულებს კლდე რაზეც მიშენებულია ეკლესია. კლდის ცენტრში ღრმა ნაპრალია რაც სავარუდოთ საკურთხეველის მოვალეობას ასრულებდა. აქვეა მართკუთხედის ფორმის დამუშავებული ქვა რაზეც ამოკვეთილია გვიანი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი რელიეფური ჯვარი. თაღოვანი ფასადები მოკლებულია ყოველგვარ დეკორს. დასავლეთის ვიწრო თაღოვანი სარკმელი, გარედან მარტივ, ასევე გვიან შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელ ჩარჩოშია ჩასმული. დასავლეთ კედელთან მინაშენის (საძვალეს) ზეძირკველის კვალია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com