კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
34024
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
საგარეჯო
დასახლებული პუნქტი:
საგარეჯო


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ერთსართულიან ნაგებობას, რომელსაც აქვს მაღალი სხვენი. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და აგური. კედლები ამოყვანილია „თევზიფხურა“ წყობით. კედლების სისქე ერთ მეტრამდეა. სართულშუა და სხვენის გადახურვა მოწყობილია ხის კონსტრუქციაზე. ორქანობა გადახურვისათვის გამოყენებულია თუნუქი. აღმოსავლეთ ფასადზე გაჭრილია ორი ფანჯარა, რომელთა თავზეც აგურის წყობით გაკეთებულია კედლის დონიდან მცირედით ჩაღრმავებული ტიმპანი. დასავლეთ ფასადზეც ზემოდან ტიმპანით დაბოლოებული ორი ფანჯარაა განთავსებული, თუმცა აღმოსავლეთ ფასადისაგან განსხვავებით, ტიმპანები კედლის დონეზეა გაკეთებული და არ არის ჩაღრმავებული. სახლის ჩრდილოეთი ნაწილი მიშენებულია რიყის ქვით ნაგებ გალავანზე. 90-იან წლებში სახლის სამხრეთ ნაწილში მიუდგამთ ბლოკით ამოყვანილი სამი კედელი, რომელიც არ ჯდება სახლის მხატვრულად შექმნილ ქვის წყობაში და ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია. ინტერიერში არის რამდენიმე ბუხარი და თაღჩა. საყურადღებოა, კედლის მხატვრობა, რომელიც ყველა ოთახში განსხვავებულია. ზემოთ ნახსენები რიყის ქვის გალავანი, დაახლოებით 60 მეტრის სიგრძისაა. ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო მახასიათებლები: კედლების მხატვრული წყობა, ტიმპანებითა და საპირეებით გაფორმებული ფანჯრები, ინტერიერში არსებული მხატვრობა და ბუხრები. გალავანი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com