კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ლუთხუბის ციხის კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
34019
სახეობა:
არქეოლოგიური,არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული>,სათავდაცვო >
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული>,სათავდაცვო >
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
დუშეთი
დასახლებული პუნქტი:
ლუთხუბი
კოორდინატები:
X:482377.788299711 Y:4692265.04172827
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
კომპლექსი მდებარეობს სოფლის თავზე, ჩრდილოეთით, სამხრეთის ფერდზე, ჩხატურას ხევის ჩრდილოეთით და საორბის წყლის დასავლეთით. მის სამხრეთით მდებარეობს სოფლის სალოცავი, "ადგილის დედა". მაღალტანიანი იფნების კორდში შემორჩენილია ნაკოშკრები, მათ შორის ერთ-ერთი ზურგიანი კოშკია, რომლის გეგმაც ჯერ კიდევ იკითხება. დანარჩენები უსისტემო ქვეყრილების სახითაა ნაგებობეში ჩაქცეული კედლების. მხოლოდ ერთი კოშკია სანახევროდ დარჩენილი აღმოსავლეთ კიდეზე, გეგმით ოთხკუთხაა, ნაშენია სხვადასხვა ზომის სიპი ქვით, წყობა მშრალია, თუმცა ეტყობა გარედან შელესილი იყო კირით. შერჩენილი აქვს სამხრეთი კედლის შუაში, მეორე სართულის დონეზე არქიტრავიანი კარის ღიობი დაჰყურებს ხეობას. ამავე ფასადზე გამოდის ხის კოჭები, ხუთი სართული იკითხება კოჭების მიხედვით. კოშკი ორი სართულის დონეზე ზურგით ფერდშია შეჭრილი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com