კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
29898
სახეობა:
არქიტექტურის,ეთნოგრაფიული
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
მცირე არქიტექტურული ფორმები (უძრავი)>>სასმელი წყლის სვეტი, წყარო>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
მცირე არქიტექტურული ფორმები (უძრავი)>>სასმელი წყლის სვეტი, წყარო>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
1904 წელი


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
ონი
დასახლებული პუნქტი:
ქვემო ბარი
კოორდინატები:
X:358412.99999751 Y:4710308.00002789
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ღოთვაძეების წყარო მდებარეობს სოფელ ქვემო ბარში, ღოთვაძეების უბანში. მაცხოვრის ეკლესიიდან დაახლოებით 400 მეტრში. ბარიდან მრავალძალის მიმართულებით მიმავალი სამანქანო გზიდან წყაროსკენ სოფლის მცირე შუკა შეუყვება საიდანაც წყარომდე სულ რაღაც 70 მეტრი თუ იქნება. შუკის დასაწყისში ყორე კედელში დოლაბის მოზრდილი ქვაა ჩატანებული. წყარო მცირე შუკის მარჯვენა მხარეზეა აგებული, იქ სადაც მცირე მოსახვევი იქმნება. წყაროს საპირე ქვები ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით. საფასადე მხარეს ორი ერთმანეთის პარალელურად განთავსებული ქვაში გამოთლილი სადინარი გამოდის, საიდანაც წყაროს წყალი მოედინება და ღარიანი სადინარების ქვეშ არსებულ ხის ჯიროლში ჩაედინება. ქვის სადინრები მიწის დონიდან დაახლოებით 70-80 სანტიმეტრზე მდებარეობენ და ერთმანეთისგან 60-70 სანტიმეტრით არიან დაშორებული. წყაროს კედელზე ერთ-ერთი კვადრზე მხედრული წარწერაა, სადაც წყაროს აშენების წელი და მშენებლობის მოთავე არიან მოხსენიებული. დღეისათვის წარწერის უმეტესი ნაწილი ჩამომტვრეულია, თუმცა მოსახლეობას იგივე წარწერა ბაზალტის ქვაზე ამოუტვიფრავთ და სწორედ ასე შემორჩა სრული სახით. სიტყვა სიტყვით აღნიშნულ ქვაზე წერია: "1904 წ ენკენის თვეს არის გაკეთებული ეს წყალი ღოთვაძეების საკუთრებათ, მოთავე ამისა ნიკოლოზ ალექსის -ზე ღოთვაძე". აღნიშნული წარწერიანი ქვის ჩანაცვლება უნდათ სწორედ ამ ახალი ბაზალტის ქვით, სადაც წარწერა ხელახლა გააკეთებინეს.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • ღოთვაძეების წყარო

  • ღოთვაძეების წყარო

  • ღოთვაძეების წყარო

  • ღოთვაძეების წყარო

  • ღოთვაძეების წყარო

  • წისქვილის ქვა, დოლაბი. წყაროსკენ მიმავალი შუკის ხელმარჯვნვ ყორეში

  • ღოთვაძეების წყაროს კედელზე დატანებული წარწერიანი ქვა

  • წყაროს კედელზე არსებული დაზიაანებული წარწერის ასლი

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com