კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
29897
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XVII-XVIII საუკუნე


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
კასპი
დასახლებული პუნქტი:
ქვემო ხანდაკი
კოორდინატები:
X:458860.139999338 Y:4637170.99002963


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
03/07/2020
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
N02/42 ბრძანება
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია დარბაზული ტიპის მცირე ზომის ნაგებობაა. აშენებულია ქვიშაქვითა და რიყის ქვით - ირეგულარული წყობით. უსწორმასწორო ფორმის კარი განთავსებულია დასავლეთიდან. ორი ძალიან მცირე ზომის სარკმელი გაჭრილია დასავლეთ და აღმოსავლეთ კედელზე. ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები ყრუა. საკურთხეველი აფსიდის დამასრულებელი უსწორმასწორო თაღით მცირედითაა გამოყოფილი ტაძრის სამრევლო სივრცისაგან. აფსიდში სარკმლის ქვემოთ ვხვდებით ტრაპეზის ქვის ფეხს, ხოლო გვერდებზე შეისრული თაღით დასრულებულ ორ ნიშს. ტრაპეზის ფეხის ქვაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. ეკლესიის ორქანობა გადახურვისათვის გამოყენებულია ლორფინი. ეკლესიის გარედან, დასავლეთ ნაწილში - სამხრეთითა და ჩრდილოეთით დაბალი მინაშენებია, რომლებშიც ნიშებია განთავსებული. ერთი ნიში მუზარადისებური ფორმითაა გადახურული, ხოლო მეორე ორქანობა სახურავით. ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთით, დაახლოებით 15 მეტრში ვხვდებით გვიანი შუა საუკუნეების გალავანს, ხოლო ჩრდილოეთით 10 მეტრის მანძილზე ღვთისმშობლის ეკლესიას. ღირებული მახასიათებლები: დამჯდარი პროპორციები, ლორფინით გადახურული ორქანობა სახურავი, შიგნიდან არსებული კამაროვანი გადახურვა და აფსიდალური ფორმა, რელიეფით შემკული ტრაპეზის ქვა...


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com