კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
სლავდიკ ნავერიანის კოშკი, დარბაზ-მაჩუბი და სახლი
სარეგისტრაციო ნომერი:
29873
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>>ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი>>ტრადიციული ხალხური კოშკური საცხოვრებელი>>სვანური მურყვამიანი (კოშკიანი) სახლი>,სათავდაცვო >
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>>ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი>>ტრადიციული ხალხური კოშკური საცხოვრებელი>>სვანური მურყვამიანი (კოშკიანი) სახლი>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჟამუში
კოორდინატები:
X:321499.002696495 Y:4768795.58432657
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
სლავდიკ ნავერიანის საცხოვრებელი კომპლექსი სოფლის ერთ-ერთ მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში მდებარეობს. სამხრეთით დაქანებულ რელიეფზე ერთმანეთის უკან შეფენილია დარბაზ-მაჩუბის ნანგრევები, კოშკი და მასზე მიშენებული სახლი. კომპლექსის ცენტრალურ არქიტექტურულ სიძველეს წარმოადგენს ოთხსართულიანი კოშკი, რომლის პირვანდელი იერი სრულადაა დაცული. კვადრატული გეგმარების კოშკი ნაგებია ნატეხი ქვით, კირ-დუღაბის ხსნარზე და შელესილია კირით. საფასადო ნალესობა ნაწილობრივ არის შემორჩენილი, განსაკუთრებით მოშიშვლებულია უაკანასკნელი სართულის გარე კედლები, რომელთა ერთმანეთზე მორგებული განსხვავებული ზომისა და კონფიგურაციის ქვების ზუსტეს წყობას ათვალსაჩინოებს. კოშკის მოხდენილ სილუეტს თარაზული სისწორით ამოყვანილი კედლები და დაკბილულთაღიანი სალოდეებით გაფორმებული ქუდი-გვირგვინი ქმნის. ორფერდა, თუნუქით გადახურული ბოლო სართულის მხატვრულ-კონსტრუქციული გადაწყვეტა - ერთი სიმაღლის თაღედში ჩაწერილი, სამ-სამად შეწყვილებული სალოდე ღიობები - დიდწილად ავთენტური ჩანს და არ წარმოადგენს გვიანდელი რეკონსტრუქციის შედეგს. ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, კოშკის ექსტერიერის გადაწყვეტა სადა და ძალზე თავშეკავებულია: კარ-სარკმლის ღიობებით დატიხრულია მხოლოდ სამხრეთ ფასადი, რომელზეც მეორე სართულის შესასვლელი კარი და მის თავზე, მესამე სართულის კედელში გაჭრილი ვიწრო, თაღოვანი სარკმელია დატანილი. ამჟამად ორივე ავთენტური ღიობი სანახევროდ დაფარულია მათზე მიდგმული სახლის აივნისა და ცალქანობა საბურავის კონსტრუქციებით; ჯერ კიდევ შეიმჩნევა კარის შემამკობელი ავთენტური აივნის კოჭების ქვედა წყვილი ბუდეები. გარდა ამისა, კოშკის პირველ, ტრადიციულად ყრუ სართულზე, მოგვიანებით გაჭრილია მაღალი, თაღოვანი კარი, რომელიც ამჟამად კოშკის ერთადერთ შესასვლელს წარმოადგენს. კოშკის დასავლეთ ფასადზე მიშენებულია ბოლო ათწლეულებში აგებული საცხოვრებელი სახლი. ქვით ნაგები, ორსართულიანი სახლის ღია აივანი მთლიანად გასდევს კოშკის სამხრეთ კედელს, რომელსაც ზურგად იყენებს არა მხოლოდ აივნის კონსტრუქციები, არამედ მისი გადამხურავი საბურავიც. ეს უკანასკნელი გარემოება კოშკის ავთენტურ არქიტექტურულ ქსოვილში უხეშ და გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს. სლავდიკ ნავერიანის კარმიდამოში ჩადგმული კოშკი და დარბაზ-მაჩუბის ნანგრევები მაღალი ურბანული და მხატვრული ღირებულების მატარებელია, რომელთა დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com