კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი

სარეგისტრაციო ნომერი:
28828
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>>ქალაქური>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>>ქალაქური>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.; ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-19 საუკუნე, მოგვიანებით 1910 წელი.

სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
მცხეთა
დასახლებული პუნქტი:
მცხეთა
ქუჩა:
სანაპიროს ქუჩა/9
კოორდინატები:
X:476832.812273877 Y:4632162.06765293
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია

სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე

მოკლე დახასიათება:
ორ სართულიანი, მართკუთხა გეგმარების შენობაა, შიდა გახსნილი ეზოთი. ზედა სართულზე ორი ოთახია და ჭვირული აივანი, თარიღით 1910წ. ოთახები უწინ აივანზე გამოდიოდნენ. ამჟამად, 2008-2012წწ. რეაბილიტაციის შემდეგ სახლს ჩრდილოეთიდანაც მიადგეს აივანი, რკინის სვეტებზე დაყრდნობილი მდ. მტკვრის სანაპიროსკენ, რისთვისაც ოთახებიდან კარებები გაუჭრიათ გასასვლელად. ახალი აივანი სრულიად განსხვავებულია ხასიათით და „რეაბილიტაციის სტილშია“ შექმნილი. სახლს ორი „პირი“ გაუჩნდა, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ორი სხვადასხვა სახლია. ეს რეაბილიტაციისთვის დამახასიათებელი „სტილია“. სახლი მდებარეობს, სვეტიცხოვლის სამხრეთით. იგი მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირს გადაჰყურებს. ეზო შენარჩუნებულია, პირდაპირ მტკვრის ნაპირზე გადის და არაჩვეულებრივი ხედები იშლება მისგან. ძველი კიბეები ეზოში მორღვეულია და ახალი ბეტონის კიბეებით არის შეცვლილი. ორსართულიანი შენობა დგას დაქანებაზე, ისე, რომ ზედა სართული დღევანდელ ქუჩას უსწორდება. თავდაპირველი სახლი რიყის ქვის „თევზიფხურა“ წყობით იყო ნაგები. სახლს სამხრეთ-დასავლეთის კუთხესთან სხვა სახლის სათავსი ემიჯნება, რომლის სმხრეთ კედელში გაჭრილი კარ-სარკმელი ამოქოლილია, რადგან ეს მხარე დღეს მიწითაა ამაღლებული(უწინ აქ, უფრო დაბლა, ალბათ ქუჩა გადიოდა) და ზედა მეორე სართულის დონეზე, სანაპიროს ქუჩა გადის. ე.ი. ეს სახლი დაძირულია. ამ სათავსში შესასვლელი, გიუტაშვილის სახლის პირველი სართულის დონიდან, ეზოდან არის. ამჟამად რესტავრაციია-რეაბილიტაციისას მისი კედლების ზედა ნაწილი მოუწესრიგებიათ ახალი „თევზიფხურა“ წყობით და ზემოდან, ბანია მოწყობილი. აქ, ქუჩის გადასახედია დამთვალიერებელთათვის. ამ ტერასა-ბანიდან შედიხარ გიუტაშვილების სახლშიც, რომლის მეორე სართული ამ სამაყურებლო ბანის სიმაღლეზეა. სახლს, სხვადსხვა დროის სამშენებლო ფენები მკაფიოდ ეტყობა. თავდაპირველი თევზიფხურად წყობილი, რიყის ქვით იყო ნაგები. სავარაუდოდ ბანიანიც იქნებოდა. მისი თანადროული სარდაფი-ნახევარსარდაფი, დღესაც ჩანს (მოსახლე რაჭაშია გადასული და სახლში არავინ დაგვხვდა). მოგვიანებით, 1910წ. სახლისთვის გათლილი ქვის კვადრებით, მეორე სართული დაუშენებიათ, ჩრდილოეთიდან ჭვირული აივნით. ამდენად, ამ დროიდან სახლი იყო ორსართულიანი მართკუთხა გეგმარების შენობა, შიდა გახსნილი ეზოთი. ზედა სართულზე ორი ოთახია და ჭვირული აივანი (თარიღით 1910წ). ოთახები უწინ აივანზე გამოდიოდნენ. „პირველი სართული თავდაპირველად მდინარის მხარეს იქნებოდა პირშექცეული, ხოლო მეორე _ ზურგითაა მისკენ მიმართული.“ -Aახალმა „მაშენებლებმა“ ეს გაითვალისწინეს და სახლს „მისი თავდაპირველი „სახეც“ A“აღუდგინეს“.Aამდენად, ეხლა სახლი ყველა მხარეს „იყურება“, მტკვრის სანაპიროს მხრიდან „ერთიან რეაბილიტაციის სტილშია“ ჩასმული და ძველიც ჩრდილოეთის მხრიდან „შეუნარჩუნეს“. შენობამ დაკარგა სივრცეში თავისუფალი განშლა, თავისთავადობა და დაექვემდებარა ერთიანი, „უნიფიცირებული“ მხატვრული სახის შექმნას, რომელიც რეაბილიტაციის ავტორებმა აირჩიეს, როგორც ქალაქი მცხეთის მხატვრული სახე, რაც მხოლოდ მათ მხატვრულ გემოვნებას წარმოადგენს და შორს არის მცხეთის ტრადიციულ მხატვრული იერსახისგან. რაც შეეხება სამშენებლო ხარისხს, ვფიქრობ ეს ფოტოები კარგად ასახავს. გვერდით ეზოში „დასაწყობებულია“ ძველი კრამიტები, მოხსნილი სახლიდან.

უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • საცოხვრებელი სახლი, სანაპიროს ქუჩა #9, ისტკულტგეგმის მასალა, ფოტოები ამოღებულია სააღრიცხვოდან

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი

Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com