კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
28826
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ქალაქური,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ქალაქური,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-19 საუკუნის ბოლო ხანები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
მცხეთა
დასახლებული პუნქტი:
მცხეთა
ქუჩა:
არსუკიძის ქუჩა/43
კოორდინატები:
X:476867.512623135 Y:4632181.19323841
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
სახლი ერთსართულიანია, XIX ს- ის ბოლოსაა აშენებული. არქიტექტურული-გეგმარებითი სტრუქტურა Г-ს ფორმისაა. ეზო შიდა გახსნილი. ჩანს, სამშენებლო მასალად თავიდან გამოყენებული იყო რიყის ქვა, სარდაფში ერთი კედელია ამ მასალით შემორჩენილი. სახლს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 2010 ჩაუტარდა ცემენტითა და ბლოკით. ზემოდან მანსარდა ადგას ხის მასალით შესრულებული, საიდანაც წყალი ჩამოდის. გადახურულია კრამიტით. ეზოს არტყავს ჭიშკარი.  სარდაფში შემონახულია რიყის ქვის კედელი. -------------------------------------------------------- „მცხეთის ისტორიული ბირთვის ზოგადი ინვენტარიზაციის შედეგები 2005.“ „ზვიად მამულაშვილის საცხოვრებელი სახლი. არსუკიძის ქ. 43. XIXს-ის დასასრული, გვიან გადაკეთებული. ფლეთილი და რიყის ქვით ნაგები, რთული გეგმარების მქონე შენობა ერთსართულიანია, მაღალი სარდაფით. იგი დგას სვეტიცხოვლის სამხრეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე. მის ქვევით, ქვედა ტერასაზე კიდევ ერთი სამოსახლოა შუალოდ მდინარის პირას. ტერასის შესაქმნელად დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის ხელოვნური სუბსტრუქციაა ამოყვანილი რიყის ქვის წყობით. საცხოვრებლის წინ მცირე ეზოა. აქედანვეა სარდაფში ჩასასვლელი კიბე. შენობა გვიან პერიოდში საგრძნობლადაა გადაკეთებული. სავარაუდოა, რომ მისი შუა ნაწილი ლოჯია-აივნით იხსნებოდა (ახლა ამოშენებულია). ამჟამად ძველი სახით შემონახულია ნაგებობის მარცხენა კიდურა ნაწილი, რომელიც მდინარის მხარესაა მიქცეული. სახლის რიყის ქვით ამოყვანილი გვერდითი ფასადი შეტეხილია, გეგმაში საფეხურს ქმნის. წინა მხარეს შემონახულია ეზოსკენ მიმართული ბრტყელთაღოვანი ბუხარი და სწორკუთხა ნიშა. ბუხრის თაღი აგურითაა ამოყვანილი. აგურითაა ამოყვანილი აგრეთვე ბრტყელთაღიანი ფანჯრის ღიობი, რომელიც შენობის ძველ ნაწილში ექცევა (სხვა ღიობები გადაკეთებულია). სარდაფში ერთი სარკმელია მდინარის მხარეს გაჭრილი. შენობას აქვს მაღალი სხვენი და ქანობიანი კრამიტის სახურავი. ნაგებობა ტრადიციული საცხოვრებლის საყურადღებო ნიმუშია. იგი მიანიშნებს, რომ მცხეთაში შენდებოდა რთული გეგმარების, ძველ ტრადიციაზე დამყარებული საცხოვრებლები.“


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • საცხოვრებელი სახლი, არსუკიძის #43, ისტკულტგეგმის მასალა

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com