კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26775
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური კოშკური საცხოვრებელი/სვანური მურყვამიანი (კოშკიანი) სახლი,სათავდაცვო
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჩვაბიანი
კოორდინატები:
X:325061.334996604 Y:4767978.46902658
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
სოფ. ჩვაბიანის განაპირა ნაწილში, ცენტრალური სამანქანო გზის პირას მდებარეობს დანგრეული კოშკის ნაშთები. კოშკი ნაგებია დაუმუშავებული ნატეხი ქვით, კირ-დუღაბის ხსნარზე და შელესილია კირით. კოშკის პირვანდელი მოცულობიდან მხოლოდ პირველი და მეორე სართულის კედლის ფრაგმენტებია შემორჩენილი. არსებული ნაშთები მძიმე, ავარიულ მდგომარეობაშია: კედლის ზედა, მორღვეულ პირებზე ხე-მცენარეულობაა ამოსული; სრულად ჩამორეცხილია ნალესობა; საპირე წყობაზე ნაწილობრივ გამორეცხილია დუღაბის ფენაც, რაც კედლების ამ კონკრეტულ ნაწილებს დეფორმირებულს ხდის. ყველაზე მეტად მორღვეული სამხრეთ ფასადის კედელია. შიდა პერიმეტრი მიწითა და ნაშალი ქვებითაა სავსე. კოშკის ჩრდილოეთ კედლზე ვიწრო, მოგრძო ღიობია დატანილი, სავარაუდოდ სარკმლის. კოშკი მიუხედავად დიდი ავთენტური დანაკარგებისა და ავარიული მდგომარეობისა, მეტად მნიშვნელოვანია სოფლის უნიკალური ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის კონტექსტში.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com