კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26774
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჩვაბიანი
კოორდინატები:
X:324749.400696595 Y:4767535.68622659
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ჯიმშერ მარგიანის დარბაზ-მაჩუბი სოფელ ჩვაბიანის განაპირას, ხალვათად განაშენიანებულ უბანში მდებარეობს. სწორკუთხა გეგმარების, ორსართულიანი დარბაზ-მაჩუბი აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზეა განვითარებული და ტრადიციული იერსახით არის წარმოდგენილი: ყორე ქვით ნაგები და კირით შელესილი ნაგებობა მინიმალურად დანაწევრებულ, მასიურ ქვის კორპუსს წარმოადგენს, რომლის პირველი სართული საკუთრივ მაჩუბია, ხოლო მეორე სართული ე. წ. საზაფხულო ვრცელ სადგომს წარმოადგენს. ორფერდა, ყავარის საბურავით გადახურული კედლები ნაკლებად დაზიანებულია: საფასადო ნალესობა დიდწილად შენარჩუნებულია. აღმოსავლეთ მხარეს ქვის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლია მიშენებული. საფასადო დანაწევრება თავშეკავებულია, ჩრდილოეთის ფასადზე მხოლოდ ორი მოგრძო ფორმის ვიწრო სარკმელია წარმოდგენილი პირველი სართულის დონეზე და ერთი მოგვიანებით გაჭრილი მოზრდილი სარკმელი მეორე სართულის კიდეში, საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს. დარბაზ-მაჩუბის დასავლეთ ფასადზე მხოლოდ მაჩუბის გამოსუფთავებისთვის განკუთვნილი ხვრელია დატანილი, აქვეა მიშენებული შეფიცრული, ნახევრადღია სამხრეთის მხარეს გახსნილი, ხის სვეტებზე დაყრდნობილი და თუნუქის ფურცლებით გადახურული დამხმარე სათავსი, რომელშიც მაჩუბში შესასვლელი ერთადერთი კარია მოქცეული. სამხრეთ ფასადზე დარბაზში შესასვლელი დიდი ზომის კარის ჭრილია ორფრთიანი ხის კარით, რომელთან მისასვლელი პანდუსიც ამჟამად მიწითა და ბალახითაა დაფარული და ბორცვის სახითაა წარმოდგენილი. მაჩუბის ინტერიერი შეულესავია, მასში შემონახულია ხის დეკორირებული ლეჭუნდირის (საქონლის ბაგა/სადგომი) დიდი ნაწილი, რომელზედაც სიმეტრიული ნაჭდევების გარდა ჯვრის გამოსახულებებიც კარგად განირჩევა. დარბაზ-მაჩუბი ზომიერი პროპორციისა და მასშტაბის წყალობით ორგანულად ეწერება საერთო განაშენიანებაში.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com