კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
სარკინის ნაქალაქარი
სარეგისტრაციო ნომერი:
26773
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამრეწველო/ლითონის დამამუშავებელი სახელოსნო; სამოსახლო/ურბანული/ნამოსახლარი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე; სამრეწველო/ლითონის დამამუშავებელი სახელოსნო; სამოსახლო/ურბანული/ნამოსახლარი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ანტიკური ხანა _ ძვ. წ. მე-5 - ახ. წ. მე-3 სს./ელინისტური _ ძვ.წ. მე-3-1-ლი სს.
თარიღების დიაპაზონი:
ძვ.წ. II-ძვ.წ. I სს


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
მცხეთა
დასახლებული პუნქტი:
მცხეთა
კოორდინატები:
X:469452.877648968 Y:4633438.17995486
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
გრძელი მინდორი სარკინეს ნაქალაქარი უბანია. სარკინე ლოკალიზდება მცხეთის დასავლეთით 8 კმ-ზე, შიომღვიმის გზასთან, ჯოჯოხეთის ხევიდან მდ. ქსნამდე, სავანეთის ქედსა და გრძელ მინდორზე. ისტორიული წყაროებით სარკინე ქალაქად და დიდი მცხეთის უბნად არის მოხსენიებული. სარკინე შესწავლილ იქნა 1946-1980 წლებში. კომპლექსის დასავლეთით კი, მტკვრისპირა ტერასაზე, 1954-1976 წწ-ში ე.წ. გრძელი მინდორი გაითხარა. საკინეს ძეგლები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ციხესიმაგრის ნანგრევები, რომლებიც ძირითადად სავანეთის ქედზე მდებარეობს და სახელოსნოს ნაშთები, რომლებიც გრძელ მინდორზე დადასტურდა. თუმცა, ორივე ნაწილში გვხვდება როგორც სახელოსნოს ნაშთები, ისე საცხოვრებელი ნაგებობები. სარკინეს ორივე უბანზე აღმოჩნდა რკინის საწური ბრძმედის ნანგრევები, ლითონის გამოსადნობი სახელოსნო, რომელიც რამდენიმე განყოფილებისაგან შედგება, საოქრომჭედლო სახელოსნო; ამ სახელოსნოში აღმოჩნდა რკინის ცულები, რკინისტარიანი ნიჩაბი, რკინის ისრისპირები, შუბისპირი, ქვის სათლელი იარაღების ნამზადები, ბრინჯაოს სხვადასხვა ნივთი. აქ გამოვლენილმა არტეფაქტებმა ცხადყო, რომ ქალაქში უმუშავიათ როგორც რკინაზე, ისე სპილენძზე და ტყვიაზე. გრძელი მინდორი ციხესიმაგრის დასავლეთით, შიომღვიმის გზის დასავლეთით მდებარეობს. აქ გაითხარა ზღუდის ნაწილები, კოშკი და სახელოსნოების ნაშთები. 50-იან წლებში აქ შესწავლილ იქნა ლითონის გამოსადნობი სახელოსნო, რომელსაც რამდენიმე განყოფილება ქონდა. აქვე გამოვლინდა კირქვის არქიტექტურული დეტალები. მათ შორის ორვოლუტიანი სვეტისთავი, ორნამენტირებული სვეტის, ნახევარსვეტისა და ლავგარდანის ფრაგმენტები.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • სარკინეს ნაქალაქარის უბანი_გრძელი მინდორი

  • სარკინეს ნაქალაქარის უბანი_გრძელი მინდორი

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com