კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ციხედიდის კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
26769
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული,რელიგიური, რიტუალური,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური,
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XVII ს. 80-იანი წლები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
მცხეთა
დასახლებული პუნქტი:
ძეგვი
კოორდინატები:
X:468931.370257122 Y:4631064.52843704
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
14/08/2015
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
2/212
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
კომპლექსიდან შემორჩენილია: ნაეკლესიარი, წმ. მარიამის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, კოშკი. 1. ნაეკლესიარი გამოვლინდა 2015 წ. ინტერიერში აღმოჩენილი ასომთავრული წარწერის მიხედვით ეკლესია აუშენებია დეკანოზ ათანასეს, როგორც ჩანს კომპლექსში შემავალ კოშკთან ერთად. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ქვატეხილითა და ტალახით. უნდა ქონოდა კარგად დამუშავებული კვადრების პერანგი, რომლის მხოლოდ ნაწილი შემორჩა დასავლეთისა და სამხრეთის ფასადს. რამდენჯერმე უნდა იყოს შეკეთებულ-განახლებული, რადგან შიგადაშიგ ქვის წყობა არეულია და ნახმარია ქართული აგური. ამავე შეკეთების დროს კედლის წყობაში ჩაუტანებიათ პერანგის დამუშავებული ქვებიც. ტაძარს კამაროვანი გადახურვა უნდა ქონოდა. სახურავად კი კრამიტი უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ეკლესია ცოკოლზე დგას, რომელიც ინტერიერში საფეხურის სახითაა მოცემული. შესასვლელი მხოლოდ სამხრეთის კედლის შუაში აქვს გაჭრილი. ნახევარწრიული აბსიდი ოთხკუთხედშია ჩაწერილი. საკურთხეველი დარბაზისგან ვიწრო ბემითაა გამოყოფილი და ერთი საფეხურით შემაღლებულია. კანკელად გათლილი კვადრები უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რაზეც საკურთხევლის სამხრეთ ნაწილში ერთმანეთზე დადებული ორი კვადრი მეტყველებს. აბსიდის ღერძის წინ გათლილი ტრაპეზია აღმართული. სარკმლების საკითხი ტაძარში გაურკვეველია, რადგან კედლები სათანადო სიმაღლეზე არ შემორჩენილა. დარბაზში 4 სამარხია დადასტურებული. 2. წმ. მარიამის ეკლესია დარბაზული (7,55X5 მ) ნაგებობაა. აშენებულია ქვიშაქვის ქვებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან არქიტრავითაა დასრულებული, შიგნიდან თაღოვანია. ტაძარს ჩრდ. კედლის გარდა ყველა კედელში თითო სარკმელი აქვს გაჭრილი. აბსიდა ნახევარწრიულია. აბსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. ეკლესია დასრულებულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც პილასტრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. 3. სამრეკლო ეკლესიების დასავლეთით დგას. მეორე სართული მთლიანად დანგრეულია. პირველი სართული სწორკუთხაა (3,25X3,47 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. პირველი სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით თაღითაა გახსნილი. გადახურულია ბრტყელი ქვის ფილებით. მეორე სართული ექვთაღიანი ფანჩატური ყოფილა. შეისრული თაღები წახნაგოვან ბოძებს ეყრდნობოდა, რომელთაც უხეში სვეტისთავები და ბაზისები ქონდათ. 4. კოშკი ეკლესიების სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე მეტრში დგას. სწორკუთხაა (4,9X7,3 მ), ოთხსართულიანი. ნაგებია ყორე ქვით. ჩრდ. ფასადში ჩადგმულია მხედრული წარწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ კოშკი 1680 წ. აუგია დეკანოზ ათანასე დეკანოზიძეს. შესასვლელი პირველ სართულზეა, აღმოსავლეთ ფასადში. პირველი სართული მარანი ყოფილა. დასავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე საწნახელია მიშენებული, ხოლო იატაკში ქვევრებია ჩადგმული. პირველ სართულზე მხოლოდ კარი და სამი სათოფურია. მეორე სართულის ყველა კედელში სარკმელი და სათოფურია. მესამე სართულის დას. კედელში შეისრულთაღიანი ბუხარია, სათოფური ყველა კედელშია, მეოთხე სართულის აღმ. კედელში სარკმელია, დასავლეთისაში - შვერილ აივანზე გასასვლელი კარი. კარის მარჯვნივ საპირფარეშოა, კედლებში რამდენიმე ნიში და მრავალი სათოფურია. კომპლექსის ტერიტორიაზე დადასტურებულია ძვ.წ. II-I სს. კულტურული ფენებიც.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • ნაეკლესიარი

  • ნაეკლესიარი

  • ნაეკლესიარი

  • ნაეკლესიარი

  • ნაეკლესიარი

  • ნაეკლესიარი

  • ნაეკლესიარი

  • ნაეკლესიარი

  • ნაეკლესიარი

  • ნაეკლესიარი

  • წმ. მარიამის ეკლესია

  • წმ. მარიამის ეკლესია

  • წმ. მარიამის ეკლესია

  • სამრეკლო

  • სამრეკლო

  • სამრეკლო

  • კოშკი

  • კოშკი

  • კოშკი

  • კოშკი

  • კოშკი

  • კოშკი

  • კოშკი

  • კოშკი

  • კოშკი

  • კოშკის საამშენებლო წარწერა

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com