კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26768
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/ნამოსახლარი,რელიგიური, რიტუალური,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი,
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
მცხეთა
დასახლებული პუნქტი:
წეროვანი
კოორდინატები:
X:475609.754514961 Y:4637784.70135677
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
წეროვანი II მდებარეობს სოფ. წეროვნის ჩრდ-დას.-ით, იმავე მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩრდ.-აღმოსავლეთით, ე.წ. ,,კალანდაძის გორაზე“. დღეს იქ კორპუსები დგას. 1977-79 წწ. შესწავლილ იქნა 2000 კვ.მ ფართობი. აქ გაითხარა სამეურნეო ორმოებით წარმოდგენილი ნამოსახლარი და სამაროვანი, რომელიც ადრებრინჯაოს ხანიდან უნდა იყოს ათვისებული. ძირითადი ნაწილი კი სამარხებისა გვიანბრინჯაოს ხანაშია გამართული. სულ გაითხარა 75 მოგრძო კუთხეებმომრგვალებული მიწაყრილიანი ან ქვაყრილიანი ორმოსამარხები, რომელთაგან ნაწილი გაძარცვული იყო. სამარხებიდან 3 - მტკვარ-არაქსულ-ადრებრინჯაოს ხანისაა, 64 - გვიანბრინჯაოსი, 8 - ადრერკინისა და რკინის ფართო ათვისების ხანისა. სამარხები იყო როგორც ინდივიდუალური, ისე წყვილადი და კოლექტიურიც. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ხელფეხმოკეცით, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთისკენ. 9 სამარხში ჩაეტანებინათ მსხვილფეხა საქონელი მთლიანად, ხოლო 5-ში - წვრილფეხა საქონელი, ასევე მთლიანად. სამარხებში აღმოჩნდა შავად ნაპრიალები ქილები და დერგები, კახური ტიპის სატევრები, თიხის ცხენისა და ცხვრის ქანდაკებები (სათამაშოები), ბრინჯაოს სარიტუალო ნივთები და სამკაული.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • წეროვანი II. 2015 წელი

  • წეროვანის I და II სამაროვანზე აღმოჩენილი ნივთები, ამოჭრილია სააღრიცხვოდან

  • წეროვანის I და II სამაროვანზე აღმოჩენილი ნივთები, ამოჭრილია სააღრიცხვოდან

  • წეროვანის I და II სამაროვანზე აღმოჩენილი ნივთები, ამოჭრილია სააღრიცხვოდან

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com