კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
დათიკო გუჯეჯიანის სახლის კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
26766
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
კულტურა/მუზეუმი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჩვაბიანი
კოორდინატები:
X:325059.524896604 Y:4767941.91902658
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც სოფელ ჩვაბიანის მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი უნდა განთავსდეს, სოფლის შედარებით ხალვათად განაშენიანებულ უბანში მდებარეობს. მოსწორებული რელიეფის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე ერთმანეთის გევრდით აგებულია შუა საუკუნეებით დათარიღებული კოშკი და დარბაზ-მაჩუბი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით, მცირედი დაშორებით დგას მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში აგებული სახლის შენობა. სამივე ნაგებობა სამომავლოდ ერთი ეზოს პერიმეტრში მოექცევა და ახალი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე დაპროექტდება. ამჟამად კომპლექსში შემავალი ნაგებობები რეაბილიტაციის საწყის ეტაპს გადიან. დარბაზ-მაჩუბის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდგომი საცხოვრებელი სახლი სწორკუთხა გეგმარების, ყორე ქვით ნაშენ, ორსართულიან ნაგებობას წარმოადგენს. აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებული სახლი მეორე სართულის ღია აივნით ეხსნება გარემოს. ყურადღებას იქცევს ხის აივნის მხატვრული გაფორმება: სადად პროფილირებული მოაჯირები, საყრდენი ბოძები და უხვად დეკორირებული ჭვირული თავხეები. თავხეების ორნამენტულ წყობაში ჩართულია ხუთქმინიანი ვარსკვლავების გამოსახულება, რაც, შესაძლოა, საბჭოთა დროის იდეოლოგიურ სიმბოლიკასთან იყოს კავშირში, რადგან საცხოვრებელი სახლი სწორედ 1960-70-იან წლებშია აგებული. სამუზეუმო სივრცედ გამიზნული არქიტექტურული კომპლექსი მაღალი მხატვრული და ურბანული ღირებულების მატარებელია, რომელთა დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია სოფლის უნიკალური ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობისათვის.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com