კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი

სარეგისტრაციო ნომერი:
26765
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/ისტორიული დასახლება,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე; სამოსახლო/ურბანული/ისტორიული დასახლება,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.; ანტიკური ხანა _ ძვ. წ. მე-5 - ახ. წ. მე-3 სს./გვიანანტიკური (გვიანრომაული) _ ახ. წ. 1-ლი-მე-3 სს. ; ანტიკური ხანა _ ძვ. წ. მე-5 - ახ. წ. მე-3 სს./ელინისტური _ ძვ.წ. მე-3-1-ლი სს.
თარიღების დიაპაზონი:
ძვ.წ.II-ახ.წ.IV სს

სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
მცხეთა
დასახლებული პუნქტი:
მცხეთა
კოორდინატები:
X:473462.911913039 Y:4631754.04454008
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია

სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე

მოკლე დახასიათება:
კაცითავანა მდებარეობს ქართლის პიტიახშების რეზიდენციის სამხრეთით, არმაზისხევის ქვემოწელში, მარჯვენა მხარეს. ობიექტი მაღალი კლდოვანი მთაა, რომელიც ქართლის მთის განშტოებას წარმოადგენს. მისი სამხრეთი და დასავლეთი მხარეები მკვეთრი დახრილობის მქონე და ძნელად მისადგომია. კაცითავანაზე არქეოლოგიური დაზვერვები და საცდელი გათხრები ჩატარდა 1984-1985 წწ. კაცითავანას გალავანი შემოსდევდა სამხრეთ-დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. კაცითავანაზე ძირითადი სიმაგრე თუ დასახლება დატერასებულ ნაწილში იყო განლაგებული. ის სრულდებოდა თხემის შუა წელზე კოშკთან. გათხრები ჩატარდა კაცითავანას აღმ. ნაწილში, რომელიც ქედის ძირითადი ნაწილისაგან განმხოლოებულია ხელოვნური თხრილით და მოსწორებული ბორცვია. გამოვლინდა 6 სხვადასხვა ფენა. პირველ ფენას წარმოადგენს თიხაზე ნატეხი ქვით ნაგები ზღუდე, რომელიც შემოსაზღვრავდა პლატოს. მეორე ფენა წარმოდგენილია კოშკის საფუძვლით, რომელზეც აშენებული იყო ალიზის შენობა. მესამე ფენა ალიზის კედლის ნაშთს შეიცავდა. მეოთხე ფენა ოთხკუთხა მოსწორებული მოედანია - კოშკისთვის შემზადებული საუძველი. მეხუთე ფენაში გამოვლინდა კლდეში ამოკვეთილი ოთხკუთხა შენობა ნაგები კარგად ნათალი კვადრებით. მეექვსე ფენა წარმოადგენს კლდოვან ფენაში ამოკვეთილ საფუძველს, რომელიც ნატეხი ქვით იყო ამოვსებული. ამდენად, გათრების შედეგად გამოვლენილი ნაგებობები ერთმანეთის მონაცვლეობით, წინას ნგრევის შემდეგაა აშენებული. ყველაზე ადრეული ელინისტური ხანისაა, ხოლო ყველაზე გვიანი ადრეშუასაუკუნეების საწყისი პერიოდის. ძეგლი მთლიანად გასათხრელი და შესასწავლია, მაგრამ იმით რაც გაითხარა, ნათლად ჩანს, რომ ელინისტური ხანიდან მოყოლებული ადრეშუასაუკუნეებამდე კაცითავანა მოქმედი სასიმაგრო ნაგებობაა აკროპოლისით.

უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • კაცითავანსას წყალმომარაგების სისტემის კვალი კლდეზე

  • კაცითავანას კოშკისა და გალავნის ნანგრევები

  • კაცითავანა გათხრების დროს, საარქივო ფოტომასალა

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი

Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com