კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26753
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჟაბეში
კოორდინატები:
X:326371.690496642 Y:4768166.31512657
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ჩრდილოეთით უმნიშვნელოდ დაქანებულ რელიეფს მორგებული, სწორკუთხა გეგმარების ორი შეწყვილებული დარბაზ-მაჩუბი ჩრდილო-სამხრეთ ღერძზეა წაგრძელებული. ორივე შენობის კირ-დუღაბით ნაგები, ნატეხი და რიყის ქვით ამოყვანილი მასიური კედლები ორფერდა გადახურვის ქვეშაა მოქცეული. საბურავები გამოცვლილია და ამჟამად თუნუქის ფურცლებით და აზბოცემენტის ფილებითაა გადახურული. უკანა, ჩრდილოეთით მდებარე დარბაზ-მაჩუბი უფრო დიდი და ძველია, წინა სამხრეთით მდებარე მაჩუბი კი შედარებით გვიანაა მიშენებული და ზომითაც უფრო პატარაა. დიდი მაჩუბის საფასადო დანაწევრება ძუნწია და სვანური საცხოვრისის ტრადიციულ სქემას მიჰყვება, მაგალითად აღმოსავლეთ ფასადზე სამი ვიწრო და მოგრძო სარკმელია პირველი სართულის დონეზე, ხოლო მეორე სართულის დონეზე მარცხენა კუთხეში ერთი მოზრდილი სარკმელია გაჭრილი, სავარაუდოდ დარბაზის ნაწილის საცხოვრებელ სახლად გადაკეთების დროს, რაზეც ინტერიერიც მოწმობს სადაც ორი ოთახია დატიხრული და აღმოსავლეთის კედელზე ბუხარია მოწყობილი. დასავლეთის ფასადი თავდაპირველად ყრუ იქნებოდა, თუმცა აქაც მოგვიანებით გაჭრილი ორი მოწრდილი სარკმელია. ჩრდილოეთის ფასადზე მაჩუბში შესასვლელი ერთადერთი, თაღოვანი მოხაზულობის კარი, ერთი ვიწრო სარკმელი მეორე სართულის დონეზე და მაჩუბის გამოსუფთავების დროს ნაკელის გამოსატანი ხვრელია წარმოდგენილი. აქვეა ქვის ძველი მინაშენიც, რომელიც ერთგვარ შესასვლელს წარმოადგენდა და ამჟამად ჩაქცეული და ნაწილობრივ დანგრეულია. სამხრეთის ფასადზე მეორე, მევლუდ კახიანის დარბაზ-მაჩუბია მიდგმული. საფასადო ნალესობა დიდწილად შენარჩუნებულია ჩრდილოეთის ფასადზე, დანარჩენ ფასადებზე ნაწილობრივ ჩამორეცხილია და თვალსაჩინოდ მოჩანს დიდი და მცირე ქვების ზედმიწევნით ზუსტი წყობა. შეინიშნება სხვადასხვა ზომის ვერტიკალური ბზარები, განსაკუთრებით დიდია ჩრდილოეთის და დასავლეთის ფასადებზე არსებული ბზარები. დარბაზ-მაჩუბის ჩრდილო დასავლეთ კუთხე და დასავლეთ ფასადის პრაქტიკულად ნახევარი გადმოქცეულია, რომელიც სახელდახელოდ არის შეფიცრული, ნაწილზე კი ტენტებია გაბმული. მაჩუბის ინტერიერის ნახვა ვერ მოხერხდა. მიუხედავად უხემი ჩარევებისა ზომიერი გაბარიტისა და პროპორციის წყალობით ნაგებობა ორგანულად ეწერება საერთო განაშენიანებაში.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com