კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
მურთაზ კახიანის მაჩუბი და სახლი
სარეგისტრაციო ნომერი:
26752
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჟაბეში
კოორდინატები:
X:326292.065596641 Y:4768172.91312658
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
მურთაზ კახიანის კარმიდამო მარტივად შეფიცრული ღობით შემოსაზღვრულ ერთიან საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელშიც გარდა ძველი, ფუძისეული დარბაზ-მაჩუბისა, იგულისხმება, სავარაუდოდ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში აგებული აივნებიანი საცხოვრებელი სახლი და მის აღმოსავლეთით მიდგმული, სახლისავე მასშტაბის, ნახევრადღია სამეურნეო ნაგებობა. სახლის არქიტექტურული იერი რადიკალურად განსხვავდება ძველი სვანური საცხოვრისის მახასიათებლებისაგან. დღესდღეისობით სახლი ნატეხი ქვით ნაგებ, სწორკუთხა გეგმარების, სამხრეთ ფასადის ორივე სართულზე ღია, ხის აივნებით გახსნილ ნაგებობას წარმოადგენს. კარ-სარკმლის ფართო ღიობებით დატვირთული საფასადო გადაწყვეტა სადა და უპრეტენზიოა, ხის აივნები მარტივად პროფილირებული მოაჯირებითა და ბოძებით არის გაფორმებული. როგორც ითქვა, სახლს ზედ აღმოსავლეთის მხრიდან სამეურნეო დანიშნულების მოზრდილი და ნახევრადღია ნაგებობა ემიჯნება. ამდენად, საცხოვრებელი სახლი მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთის ფასადებით წარმოდგება მნახველის თვალწინ. მურთაზ კახიანის სახლის კომპლექსი ძველი სვანური საცხოვრისისა და ახალი დროის საცხოვრებელი სახლის საინტერესო შერწყმას წარმოადგენს. განსაკუთრებით დასაცავ ხუროთმოძღვრულ ფასეულობას წარმოადგენს დარბაზ-მაჩუბი, მისი საფასადო წყობა და მაჩუბის ინტერიერი, რომელთა მოვლა და შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია რეგიონალური არქიტექტურული მემკვიდრეობისათვის.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com