კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26751
სახეობა:
არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>>ქალაქური>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>>ქალაქური>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
აჭარა
მუნიციპალიტეტი:
ბათუმი
დასახლებული პუნქტი:
ბათუმი
ქუჩა:
ვახტანგ გორგასალის ქუჩა/21
კოორდინატები:
X:719894.397250277 Y:4614153.55602019
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
19/03/2020
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
N02/25
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქალაქ ბათუმში (ძველი ბათუმი) ვახტანგ გორგასალის ქუჩა N21-ში. შენობა ასიმეტრიული გეგმარებით ხასიათდება. შენობის ჩრდილოეთი ფასადი დღეს ყრუ კედლით გამოდის გორგასლის ქუჩის მხარეს. თუმცა, როგორც XIX საუკუნის ფოტოზე ჩანს, თავდაპირველად იგი მთლიანად ქუჩის სავალ ნაწილზე იყო გადმოსული, რიყის ქვებით ნაგებ შეულესავ ფასადზე კი მცირე ზომის, სწორკუთხა, კიდეებმოპირკეთებული და რკინის გისოსებიანი 5 სარკმელი იყო გაჭრილი. მთავარი შესასვლელი და სწორკუთხა ფანჯრის ღიობებიანი აღმოსავლეთი ფასადი ეზოს ნაწილშია მოქცეული. ამავე მხარეს სარდაფში ჩასასვლელი კიბე და კარ-ფანჯრებია გაჭრილია. შესასველი კარის ორივე მხარეს სიმეტრიულად 2-2- სწორკუთხა არც ისე მაღალი ფანჯარაა. შენობის უკანა და გვერდითა დასავლეთი მხარეები მყარად ნაგები შვერილი მოცულობებითაა წარმოდგენილი. ეზოს უკანა მხარეს შვერილ გაშიშვლებულ კედლებზეც ჩანს, რომ შენობა ნაგებია მაგარი ჯიშის რიყის ქვებით. კუთხეების წყობაში გამოყენებულია. მოსწორებულზედაპირიანი ქვის ლოდებიც. სქელ კედლებში დატანილია ვიწრო, განსხვავებული ფერის ქვებით მოპირკეთებული ვიწრო გისოსებიანი სარკმლები. ამავე მხარეს ჩართულია, სავარაუდოდ ღუმელისათვის განკუთვილი აგურის კედელი, რომლის მიღმა სარდაფში, აგურითვე ამოქოლილი თაღოვანი ღიობი იქნებოდა გახსნილი. შესაძლოა აგურის ეს კედელი უფრო გვიან – XIX_XX საუკუნეების მიჯნაზე იყოს ამოყვანილი. სამხრეთ მხარესაც შენობას მცირე შვერილი მოცულობა ჰქონდა, რომლის ფასადი ერთადერთი შემორჩენილი მხატვრული დეტალით – კაპიტელებიანი სვეტებითა და მათზე თაღებით გადაბმული ორი თაღოვანი სარკმლითაა შემკული. შენობის ამ ნაწილში ამჟამად ცალკე შესასვლელია გაჭრილი. სარკმელთა შემკულობა, მარტივი პროფილის პილასტრები და თაღები მოწმობს მათ სიძველეს. შენობის სამი ფასადი ამჟამად შელესილია, თავდაპირველად ქვის და დუღაბის წყობით ნაგები კედელები შეულესავი იყო. ხის კარკასს დამყარებული სახურავი დაბურული იყო ღარიანი კრამიტით. ამჟამად შენობას მარტივი პროფილის კარნიზი და თუნუქის და აზბოცემენტის საბურავი აქვს. ( სულ ფართი - 278 კვ/მ).


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com