კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26748
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო>>სხვა სასოფლო-სამეურნეო ნაგებობა>; საცხოვრისი>>ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო>>სხვა სასოფლო-სამეურნეო ნაგებობა>; საცხოვრისი>>ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ვიჩნაში
კოორდინატები:
X:328818.230696727 Y:4756670.53422683
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
გურამ ხარძიანის მაჩუბი სოფლის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. დგას დამრეც რელიეფზე რის გამოს ჩრდილოეთ კედლის პირველი სარტული მიწით არის დაფარული. ავთენტური იერსახე დაკარგული აქვს. დასავლეთით და სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში საცხოვრებელი სახლია მიშენებული. მეორე სართულზე მთელს გაყოლებაზე ფიცრული კორიდორი გასდევს. მაჩუბის კედლებიდან ჩანს მხოლოდ აღმოსავლეთ კედელი და სამხრეთით პირველი სართულის აღმოსავლეთი ნაწილი. მაჩუბს საძირკველი რიყის ქვებით აქვს შემზადებული. მაჩუბში შესასვლელი კარი სამხრეთით არის გაჭრილი რომლის აღმოსავლეთით დატანილია ორი ტრაპეციის ფორმის ვიწრო სარკმელი. აღმოსავლეთით პირველ სართულზე ერთი პატარა, თაღიანი სარკმელია. მეორე სართულზეც ერთი სარკმელია. მაჩუბის ინტერიერში შემორჩენილია სადა ნაჭდევებით შემკული ლეჭუნდვრი, რომელიც სამხრეთკედელს ბოლომდე გასდევს და აღმოსავლეთ კედლის ნახევრამდეა. სართულშუა გადახურვის ელები ჩრდილო და სამხრეთ კედლებზეა გადებული, რომლებიც ცენტრალურ ნაწილში გამაგრებულია დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლებზე გადებულიძელებით. მაჩუბი გადახურულია თუნუქით.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com