კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26747
სახეობა:
არქიტექტურის
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე>,


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
გორი
დასახლებული პუნქტი:
გორი
ქუჩა:
სტალინის გამზირი/15
კოორდინატები:
X:426402.538398805 Y:4648270.88132936
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
04/03/2020
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
N02/16
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
04/03/2020
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
N02/16 ბრძანება


მოკლე დახასიათება:
ნაგებობა დგას ქალაქის ცენტრში, სტალინის პროსპექტზე და ორგანულად არის ჩაწერილი ქალაქის ცენტრის არქიტექტურულ ანსამბლში, რომელიც შედგება ადმინისტრაციული შენობის, უნივერმაღის (ყოფილი) და საცხოვრებელი სახლებისაგან. ყოველი ეს ნაგებობა აშენდა 1955-1962 წ.წ. პერიოდში და საერთო ქალაქგეგმარებითი პროექტის შემადგენელი ნაწილია. კავშირგაბმულობის სახლი სამსართულიანია და მოპირკეთებულია მოყვითალო ფერის ქვიშაქვის კვადრებით. ნაგებობა წაგრძელებულია სამხრეთ-ჩრდილოეთის ღერძზე და მთავარი, აღმოსავლეთის ფასადი გამოდის სტალინის პროსპექტზე. ამ ფასადს აქვს ორი ცენტრალური შესასვლელი სამხრეთ და ჩრდილოეთ კუთხეებში, ისინი შეწყვილებული კარებებისაგან შედგება და ძუნწად ორნამენტირებულ დეკორატიულ თაღში არიან მოქცეულნი. ფასადებზე სამმწკრივად გამოდიან სარკმელები, ზედა რიგის სარკმელები თაღოვანია, ქვედა ორი მწკრივისა - სწორკუთხა. სარკმელების ვერტიკალური მწკრივები დეკორატიულ თაღში არიან მოქცეულები. ანალოგიური სურათია სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე. უკანა, დასავლეთ ფასადი ეზოში გადის და არ არის მოპირკეთბული. შენობაში მრავალი დაწესებულება ფუნქციონირებს, მათ შორისაა - ფოსტა, „სილქნეტის“ ოფისი, სასწავლებლები, მაღაზიები და სხვ. კავშირგაბმულობის სახლი წარმოადგენს ქ.გორის საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობას, იგი დგას ქალაქის ცენტრში და დიდი მოედნის არქიტექტურული ანსამბლის განუყოფელი ნაწილია, ამდენად იგი იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com