კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
თავკაპიწას არქიტექტურული კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
26745
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი,რელიგიური, რიტუალური,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე,
თარიღების დიაპაზონი:
10-12 სს


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
მცხეთა
დასახლებული პუნქტი:
ზემო ნიჩბისი
კოორდინატები:
X:459113.810999343 Y:4629852.95652982
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
კომპლექსი მტკვრის ხეობიდან დიდგორზე გადასასვლელი ისტორიული გზის ჩრდილოეთით მდებარეობს და მაშტაბურობის მიხედვით ფეოდალის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. კომპლექსი შედგება სასახლის, ეკლესიის და სხვა ნაგებობათა ნაშთებისგან. 1. სასახლე ოთხსართულიანია, ჩრდ-სამხრეთის ღერძზე გამართული. ნაგებია ნიჩბისის ნატეხი ქვით დუღაბზე. სართულშორისი გადახურვა ძელური ქონია - კდელებში შემორჩენილია საძელე ფოსოები. სასახლიდან შემორჩენილია ჩრდილოეთის კედელი, სამხრეთის და აღმ. კედლების ნაწილი. პირველი სართული ნაშალი ფენითაა დაფარული, თუმცა როგორც ჩანს ის ყრუ იყო და მხოლოდ შესასვლელი კარი უნდა ქონოდა ჩრდილოეთ კედელში (ამჟამად მხოლოდ კარის არქიტრავი ჩანს). მეორე სართულს სამხრეთ კედელში ორი მაღალი ნიშა ქონდა, რომელშიც უფრო მცირე ზომის სწორკუთხავე სარკმლები იყო გაჭრილი. მესამე სართულს ჩრდილოეთ კედელში შესასვლელი კარი აქვს, რომელიც შესაძლოა აივანზე გამავალი ყოფილიყო, სამხრეთი კედლის შუაში კი ფართო თაღოვანი ბუხარია გაკეთებული კედელში ჩაშენებული საკვამურით. ბუხრისა და კარის ორივე მხარეს, ასევე აღმოსავლეთის კედლის ჩრდ. ნაწილში სწორკუთხა ნიშებია გაკეთებული. მეოთხე სართულის არსებობა მხოლოდ სამხრეთ კედელზე იკითხება, რომელზეც ორი სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. სასახლე შიგნიდან ნაწილობრივაა შებათქაშებული ქვათა გადაბმის ადგილებში. სასახლეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მინაშენი აქვს, რომელიც როგორც ჩანს ერთგვარი ტალანი ან დამხმარე ნაგებობა უნდა ყოფილიყო. ის ეკლესიასთანაა დაკავშირებული, თუმცა აქედან ეკლესიაში მოხვედრა არ ხდებოდა, რადგან ტაძარს დასავლეთის კარი არ აქვს. 2. ეკლესია დარბაზულია. აგებულია ნიჩბისისა და ნატეხი ქვით დუღაბზე. ნაწილობრივაა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. დასავლეთ კედელში შესასვლელი არ ქონია, რაც შეეხება ჩრდილოეთის კარს მის არსებობაზე ამ ეტაპზე მსჯელობა შეუძლებელია. ასევე ვერაფერს ვიტყვით სარკმელთა ფორმაზე, რაოდენობასა და განლაგებაზე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომლის მხრებზეც კამარის საბჯენი თაღი უნდა ყოფილიყო გადასული. აბსიდის სამხრეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთის შემორჩენილი კედლის მიხედვით თუ ვისმჯელებთ, გრძივი კედლები პილასტრებით დანაწევრებული არ ყოფილა, თუმცა ტაძარი მოკლე არაა. 3. კომპლექსის ჩრდილოეთით, ტყეში სხვადასხვა ნანგრევების კვალია შემორჩენილი, რომელთა რაობა და დანიშნულება გაწმენდითი სამუშაოების გარეშე გაურკვეველია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლე

  • სასახლის მინაშენი

  • სასახლის მინაშენი

  • ეკლესია

  • ეკლესია

  • ეკლესია

  • ეკლესია

  • ნასახლარი

  • ნასახლარი

  • ნასახლარი

  • ნასახლარი

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com