კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ნაქალაქარი
სარეგისტრაციო ნომერი:
26744
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/ნაქალაქარი,რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/ნაქალაქარი,რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.; ანტიკური ხანა _ ძვ. წ. მე-5 - ახ. წ. მე-3 სს./გვიანანტიკური (გვიანრომაული) _ ახ. წ. 1-ლი-მე-3 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
გარდაბანი
დასახლებული პუნქტი:
სართიჭალა
კოორდინატები:
X:513459.676462402 Y:4609949.14651385
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
05/03/2020
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
02/18
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ნაქალაქარი მდებარეობს სოფ. სართიჭალიდან სამხრეთით, 8 კმ-ის დაშორებით. (ფ.№ 1-2). ნაქალაქარი მოიცავს: ● ცენტრალურ ბორცვი (GPS კოორდინეტები: X-513499 Y- 4609927)- ბორცვის დიამეტრი 110 მეტრია, სიმაღლე- 8-10 მ. როგორც ჩანს, ბორცვი შემოზღუდული იყო სათავდაცვო კედლით (გალავნით). ვიზუალურად, ბორცვის დამცავი კედელი მხოლოდ რამდენიმე ადგილას, ფრაგმენტულად შეიმჩნევა. კედლის საძირკველი ნაგებია კლდის ნატეხი ქვებით. მისი სიგანე 0,8 მ-ია (ფ. № 3-7) . როგორც ჩანს, ქვის ფუნდამენტზე ამოყვანილი იყო ალიზის კედელი და ამგვარად შექმნილი იყო ბორცვის დამცავი საფორტიფიკაციო სისტემა. ბორცვის წვერი მოსწორებულია ნაგებობათა გამართვის მიზნით. აქ, გარკვეულ ადგილებში შეინიშნება ნანგრევი ალიზის ნაშთები, რომლებიც ბორცვზე გამართული ნაგებობების ნაშთები უნდა იყოს. ● ბორცვის გარშემო განლაგებულია ნამოსახლარი- რომელიც უნდა მოიცავდეს საზოგადოებრივ, საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებს. ნაგებობები გეგმაში მართკუთხა მოყვანილობისაა. ნაგებობათა ერთი ჯგუფის კედლები ნაგებია კლდის ნატეხი ქვებით, ხოლო მეორე ჯგუფის ნაგებობათა კედლები რიყის ქვებითაა ნაგები. კედლების სიგანე 0,6-0,8 მ და 0,9-1,1 მ-ია (ფ. № 8-17). სავარაუდოდ, ქვებით ამოჰყავდათ ნაგებობებათა კედლების ფუნდამენტები, ხოლო მათზე იდგა ალიზის აგურებით ნაგები კედლები. ამგვარი შენებლობის ტრადიცია ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკური ხანის საქართველოში. ნაქალაქარის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით იკრიფება წითელი წერნაქით შეღებილი, ღარისებრი და ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტების ფრაგმენტები (ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტები რაოდენობრივად ჭარბობს ღარისებურ კრამიტებს). ზოგიერთ ადგილებში შეინიშნება კრამიტების დიდი კონცენტრაცია (ფ. № 8). როგორც ჩანს, ნაქალაქარზე არსებული საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები გადახურული იყო კრამიტით. კრამიტების გარდა, ნაქალაქარზე დიდი რაოდენობით იკრიფება მოწითალო-მოჩალისფროდ გამომწვარი, სამეურნეო, სამზარეულო და სუფრისთვის განკუთვნილი კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები; თიხის ფილის ფრაგმენტები. ნაწილი მათგანი შემკულია სხვადასხვა გეომეტრიული ორნამენტით (ფ. № 30-32) მათი დიდი ნაწილი ნამოსახლარზე დასტურდება სხვადასხვა არქიტექტურული დეტალები: ძელის ბაზისი; ქვის კვადრები. ასევე გვხვდება ხელსაფქვავის ქვების ფრაგმენტები და სალესი ქვები (ფ. № 18-23). ● სამაროვანს- სამაროვნის ტერიტორიაზე, ვიზუალურად მხოლოდ ქვაყუთები შეინიშნება (ფ. № 25-29). ქვაყუთები შედგენილია კლდის ნახევრადდამუსავებული ფილებით. ეროზიული პროცესების გამო სამარხების დიდი ნაწილი დაზიანებულია. სამაროვნის სიგრძე (ვიზუალური დათვალიერების მიხედვით) 75 მ-ია (GPS კოორდინატები: X-513387 Y-4609988). ჯერ-ჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ რა ფართობს მოიცავს სამაროვნის ტერიტორია. ქვაყუთების გარდა, დიდი ალბათობით აქ სხვა ტიპის სამარხებიც უნდა იყოს გამართული. ● ნამოსახლარის მთელს ტერიტორიაზე შეინიშნება ნანგრევი კულტურული ფენები რომელთა რაობა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუმცა შემდგომი არქეოლოგიური კვლევები ნათელს მოჰფენს ამ საკითხს.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com