კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26725
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>>ქალაქური>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი>>ქალაქური>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XVIII - XIX საუკუნეები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
თბილისი
მუნიციპალიტეტი:
თბილისი
დასახლებული პუნქტი:
თბილისი
ქუჩა:
კუფტინის ქ./9
კოორდინატები:
X:483621.904999739 Y:4615570.28083018
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
23/01/2020
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
N145
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
კუფტინის მოკლე ქუჩა გუდიაშვილის მოედანს აბესაძის ქუჩასთან აკავშირებს. ეს ქუჩა ცნობილი არქეოლოგის და საქართველოს სიძველეების მკვლევარის, ბორის კუფტინის სახელს ატარებს. კუფტინის ქუჩის ერთადერთი ჩიხი ლერმონტოვის ქუჩის პარალელურად ვითარდება. ჩიხის N9 ერთსართულიანი ნაგებობა დგას ნახევარსარდაფით, რომელიც ქუჩის მხარეს ერთიანად გალესილია შეუსაბამო ცემენტის ლესვით, ხოლო ეზოს მხარეს მნიშვნელოვნად გადაკეთებული და ასევე შეუსაბამო მასალებით მოპირკეთებული ნაწილით არის მიმართული. შენობას აშკარად ეტყობა სიძველის კვალი, თუმცა უკანასკნელ წლებში მასზე განხორციელებული გადაკეთებების გამო სრულიად დაკარგული აქვს აუთენტური იერსახე. კუფტინის ჩიხის N9 ეზოში არსებული განაშენიანება-დამატებითი ფლიგელები ჩამონგრეულია და მეზობელი შენობების აგურის ტორეცის კედლებს ადრე არსებული მიშენებების კვალი ატყვია. ეზოს სივრცეში ჯერ კიდევ დაგროვებულია ჩამონგრეული ნაგებობის საშენი მასალა. არსებული ნაგებობის განსაკუთრებულად ღირებული ნაწილი მისი სარდაფია, რომელიც აშკარად ძველი განაშენიანების კუთვნილებაა და რომლის შეულესავი აგურით გამოყვანილი კედლების დეკორატიული წყობა განსაკუთრებულად ღირებულია. არსებული სარდაფის თაღოვანი გადახურვა და ცალკეული ნიშების ნალისებრი ფორმა, ასევე „თევზიფხურა“ წყობის განსაკუთრებულად ნატიფი ნახატი მიგვითითებს სარდაფის სიძველეზე და მის ეჭვგარეშედ მე-19 საუკუნემდე ათარიღებს. სარდაფის სივრცე არაერთგვაროვანია და სხვადასხვა დროის გადაკეთებების კვალს შეიცავს. სავარაუდოდ ძველი აგურით ნაშენი დეკორატიული წყობა და განიერი, თაღოვანი კამარები ყველაზე ადრეული უნდა იყოს. (მე-18ს.) შემდგომ პერიოდს (სავარაუდოდ უკვე მე-19ს.) განეკუთვნება თაღების შევსებული ნაწილები, რომლებშიც უკვე ე.წ. „რუსული“ აგურიც არის გარეული და დაბალი თაღოვანი ნიშები, რომელთა მორკალვა ბევრად უფრო პრიმიტიული წყობითაა ნაგები, ვიდრე თავდაპირველი ნატიფი თაღები.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com