კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26724
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ქალაქური,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ქალაქური,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XX ს-ის 50-იანი წლები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
თბილისი
მუნიციპალიტეტი:
თბილისი
დასახლებული პუნქტი:
თბილისი
ქუჩა:
ჩხეიძე უშანგის ქ./N33


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
23/01/2020
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
N144 განკარგულება
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
საპროექტო ობიექტი მდებარეობს თბილისის ისტორიულ ნაწილში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კ. მარჯანიშვილის ქუჩის დასაწყისთან - უშანგი ჩხეიძის ქუჩა #33/18. იგი წარმოადგენს შვიდსართულიან საცხოვრებელ სახლს, უკანა მხრიდან შემოიზღუდავს თბილისურ ეზოს, ფასადი კი, იმზირება მდ. მტკვრისკენ. ეს არის სანაპიროს ქუჩის პერიმეტრიდან ოდნავ უკან დაწეული ე.წ. „სტალინური არქიტექტურული სტილის“ რემინისცენციით აგებული მოზრდილი საცხოვრებელი სახლი. მის ადრეულ პროტოტიპებისგან განსხვავებით იგი ოდნავ გამარტივებული საფასადო სახით არის დაპროექტებული. საფასადო მხატვრული სახის განმსაზღვრელია მართკუთხა სარკმლების რიგები, სადაც თითოს გამოტოვებით ლითონის კიდული აივნებია დასმული. საფასადო სიბრტყის დანაწილებისათვის პროექტის ავტორებმა მასიური საფასადო სიბრტყე ძლიერი ლავგარდანით გამიჯნეს ზედა ორი სართულისგან. ლავგარდანი დააგეგმილეს გვერდით მდგომ „წიგნის სასახლის“ შენობის პარაპეტის სასიმაღლო დონეზე და შექმნეს თარაზული აქცენტი. შენობის ზედა ნაწილი გაცოცხლებულია თაღოვანი სარკმლებითა და თავსართებით და „ფრანგული აივნებით“. ნაგებობა სრულდება მძლავრად ნაშვერი სოფიტით და ორქანობიანი გადახურვით. ამგვარად სახლი მოცულობით, ფორმებით და მხატვრული გადაწყვეტით მნიშვნელოვან აქცენტს ქმნის და განსაზღვრულ ორიენტირად გვევლინება სანაპიროს განაშენიანებაში. როგორც აღვნიშნეთ სახლის პროექტირებისას გათვალისწინებული იყო არსებული რელიეფი და ქუჩისა და სანაპიროს დონეთა სხვაობა. ამასთან გათვალისწინებული იყო გვერდით მდებარე ნაგებობის არქიტექტურული სახეც. XXს-ის შუა წლებში მოეწყო მტკვრის სანაპიროები. ამავე პერიოდში, 1950-იან წლებში აშენდა „ჩვენი“ მასიური სტალინური არქიტექტურის საცხოვრებელი სახლი #33, მანამდე მარჯანიშვილის ქუჩის დასაწყისში (#5) 1939 წელს აგებულ ნეოკლასიკური სტილის ნაგებობის „წიგნის სასახლის“ გვერდით - არქიტექტორები: ნ. ბარათაშვილი და ნ. მიქაელიანი. ამ მშენებლობით პრაქტიკულად დასრულდა ამ ურბანული მონაკვეთის განაშენიანება. ნაგებობა ე.წ სტალინური არქიტექტურის ერთ ერთი ნიმუშია თბილისში. სახლი მოცულობით, ფორმებით და მხატვრული გადაწყვეტით მნიშვნელოვან აქცენტს ქმნის და განსაზღვრულ ორიენტირად გვევლინება სანაპიროს განაშენიანებაში. სახლის პროექტირებისას გათვალისწინებული იყო არსებული რელიეფი და ქუჩისა და სანაპიროს დონეთა სხვაობა. ამასთან გათვალისწინებული იყო გვერდით მდებარე ნაგებობის რომელიც არქიტექტურულ ძეგლად არის აღრიცხული. ამჟამად კი, სხვადასხვა ფორმით შექმნილი სამანსარდო მოცულობები ამახინჯებენ ნაგებობის მეხუთე ფასადს. ნაგებობა საინტერესოა არქიტექტურული თვალსაზრისით, მიუხედავად მოსახლეობის მხრიდან უხეში ჩარევებისა, ნაგებობა უდაოდ წარმოადგენს დასაცავ ფასეულობას და იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com