კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26723
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჭოლაში
კოორდინატები:
X:323056.200296543 Y:4768267.58272657
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ერეკლე ჯაჭვლიანის დარბაზ-მაჩუბი წარმოადგენს ძველ ფუძე დარბაზ-მაჩუბის ნანგრევს, რომლის კედლების ნაშთების ნაწილზე დაშენებულია გვიანდელი, შედარებით მცირე ზომის დარბაზ-მაჩუბი. დარბაზ-მაჩუბების არქიტექტურა, განსხვავებული ქრონოლოგიისა და მასშტაბის მიუხედავად, სვანური საცხოვრისის არქიტექტურულ კანონიკას მიჰყვება, როგორიცაა სწორკუთხა, თითქმის კვადრატული გეგმარება, ორსართულიანობა და ორფერდა გადახურვა, კირ-დუღაბით და ნატეხი ქვით ნაშენი მასიური კედლები. ძველი დარბაზ-მაჩუბიდან პირველი სართულის დონემდეა კედლები დარჩენილი, ხოლო სამხრეთის ფასადი მართალია კიდეებ მორღვეულია, თუმცა ორივე სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი. საბურავი და სართულშუა გადახურვა აღარ არსებობს და ძველი კედლები ახალი მაჩუბისთვის ერთგვარი ეზოს ზღუდის ფუნქციას ასრულებს. სამხრეთის კედელზე ორი ნიშაა გამოყვანილი პირველი სართულის დონეზე. შედარებით ახალი მცირე ზომის დარბაზ-მაჩუბი სამხრეთის ფასადზე ხის დიდი, ნაწილობრივ შეფიცრული აივნითაა წარმოდგენილი, რომელიც მასიურ ხის სვეტებს ეყრდნობა. გადახურულია თუნუქის ფურცლებით. პირვანდელი ნალესობა პრაქტიკულად სრულადაა ჩამოცვენილი, ფასადები ნაწილობრივ ცემენტის ხსნარითაა შელესილი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com