კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
აქემენიდური ხანის არქიტექტურული კომპლექსი ადგილ ,,სააქლემოდან"
სარეგისტრაციო ნომერი:
26720
სახეობა:
არქეოლოგიური,არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/სასახლე, რეზიდენცია,რელიგიური, რიტუალური,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/სასახლე, რეზიდენცია,რელიგიური, რიტუალური,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ანტიკური ხანა _ ძვ. წ. მე-5 - ახ. წ. მე-3 სს./ადრეანტიკური _ ძვ.წ. მე-5-4 სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-5-მე-4
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
ძვ.წ. V-IV სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
სიღნაღი
დასახლებული პუნქტი:
ჯუგაანი
კოორდინატები:
X:590130.400001452 Y:4607897.04003039
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ძეგლი მდებარეობს ალაზნის ველზე, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, იმ ადგილას, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა სააქლემოს უწოდებს და სადაც ხვნის დროს კირქვის არქიტექტურული დეტალები აღმოჩნდა. გეოფიზიკური დაზვერვებით ნაგებობა განფენილია დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობზე. 2019 წ. საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღვანელები: იულონ გაგოშიძე, კაი კანიუტი) მიერ გაითხარა რთული გეგმარების ნაგებობის ნაწილი. როგორც ჩანს, ესაა სასახლის ან ტაძრის ცენტრალური 6 სვეტიანი დარბაზი, რომლის შიდა სივრცის ზომებია 13,20 მ x 9,00 მ. ნაგებია 1,6 მეტრი სისქის ალიზის აგურით. გეგმაში მართკუთხედის ფორმის დარბაზი დამხრობილია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრთ-დასავლეთისკენ. დარბაზს შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ქონდა. ხის სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობოდა. სვეტებს შორის მანძილი მერყეობს 2,60 - 2, 85 მ-ს შორის. სვეტის ბაზისების შემორჩენილი დიამეტრია 60 - 72 სმ. ზარისებური ბაზისების კვეთილი დეკორი, როგორც ჩანს, ხანძრის შედეგად დაზიანდა და მხოლოდ შემორჩენილია ბაზისების ქვედა ნაწილში. ბაზები დგას საგანგებოდ მოწყობილ საძირკველზე: ამოთხრილია 25 სმ სიღრმის ორმო, რომელიც შევსებულია წვრილი რიყის ქვებით. ასეთი საძირკველი სვეტების მდგრადობას უზრუნველყოფდა. შესასვლელს მოშორებულ ოთხ სვეტს შორის ალიზის აგურით ნაგები კვადრატული პოდიუმია, რომელზეც ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო. ბაზისების კვეთილი დეკორი და ზარისებრი ფორმა, ისევე როგორც ამავე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალის დეკორი, უფლებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაგებობა აქენენიდური ხანის პროდუქტია და ქრისტეს შობამდე V-IV საუკუნით უნდა დათარიღდეს: როგორც ცნობილია, ზარისებრი ბაზისების ფორმა შემუშავდა ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში აქემენიანთა სპარსეთის იმპერიის ცენტრებში სუზასა და პერსეპოლისში და ლოტოსის ორნამენტიც აქემენიდური ხელოვნების მარკერია. კომპლექსის ბაზები შემკულია პალმეტებისა და ლოტოსის დეკორით, რომელსაც აკლია ნუშის გულის ფორმის ბურცობები და რომელიც მიუხედავად ამ ნაკლულობისა ეკუთვნის ვეზენბერგის კლასიფიკაციის C2 ტიპს, რომელიც შემუშავდა არაუადრეს აქემენიდი შაჰანშაჰის ქსერქსეს მეფობისა (ძვ.წ. 486-465). ამავე პერიოდს, ძვ.წ. V საუკუნეს განეკუთვნება ახალაღმოჩენილი ნაგებობიდან სულ ორიოდე კილომეტრში 1994-1995 წლებში გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე, რომლის ზარისებრი ბაზისები საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი. ადგილ „სააქლემო“-ზე გათხრილი სვეტებიანი დარბაზი ჯერ-ჯერობით ამ ტიპის ერთადერთი შემორჩენილი ნაგებობაა საქართველოს ტერიტორიაზე (გუმბათის 1994-1995 წელს გათხრილი ნაგებობის ნაშთები ადგილზე აღარ იძებნება). როგორც ჩანს, ეს კოპლექსი დაკავშირებულია გუმბათის სასახლესთან და მასთან ერთად უნდა ყოფილიყო აქემენიანთა იმპერიის ერთ-ერთი სატრაპიის (შესაძლებელია კასპიანას) მცირე ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცენტრი. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ „სააქლემოს“ ხუროთმოძღვრული კომპლექსის სახით, საქმე გვაქვს საერთაშორისო მნიშვნელობის არქეოლოგიურ აღმოჩენასთან. ძეგლის ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, მას არათუ ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს, არამედ, ვფიქრობთ, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კატეგორიაც უნდა განესაზღვროს.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com