კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26711
სახეობა:
არქიტექტურის,საინჟინრო,ქალაქთმშენებლობის (ურბანული),საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საბაღე_საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის / პარკი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საბაღე_საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის / პარკი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-20 საუკუნის 50-იანი წლები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
იმერეთი
მუნიციპალიტეტი:
წყალტუბო
დასახლებული პუნქტი:
წყალტუბო
კოორდინატები:
X:301927.999995928 Y:4687757.00002849
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
წყალტუბოს ცენტრალური პარკი 80 ჰა-ზეა გაშლილი და მდებარეობს ქალაქის ცენტრში. ის შემოსაზღვრულია ხელოვნული არხით, რომელზეც გადებული ხიდები მას დანარჩენ ქალაქთან აკავშირებს. მის ტერიტორიაზეა მოქცეული წყალტუბოს ყველა სამკურნალო წყარო - სულ 9. მათგან განსაკუთრებით გამორჩეულია N6 წყაროს შენობა, რომელიც 1951 წ. სპეციალურად სტალინისთვის აიგო და N8 აბაზანა, რომელიც 1959 წ. არქიტექტორ ი. ზაალიშვილის პროექტით აიგო. ის გადახურული იყო რკინაბეტონის გვირგვინოვანი კონსტრუქციითა და მინით, რითიც ის პირველი ნაგებობა გახლავთ საქართველოში. პარკის ტერიტორიაზე 150-მდე სახეობის ხე-მცენარეა გაშენებული. პარკის შექმნა დაკავშირებულია ქალაქ წყალტუბოს როგორც კურორტის მშენებლობასთან. კურორტი წყალტუბოს შენება 1926 წ. დაიწყო. 1936 წ. განაშენიანების პირველი პროექტი შედგა, 1950-51 წლებში კი შემუშავდა გენერალური გეგმა, რომლის ავტორები იყვნენ არქიტექტორები ი. ზაალიშვილი და ვ. კედია. გეგმა წრიულობის პრინციპზე იყო აგებული და დაყოფილი იყო ბალნეოლოგიურ, სანატორიულ და საცხოვრებელ ზონებად. წრის ცენტრს კი წარმოადგენდა წყაროები, რომლის ტერიტორია ცალკე გამოიყო და ცენტრალური პარკის სახით ჩამოყალიბდა. წყალტუბოს ცენტრალური პარკი ქალაქის ურბანული განაშენიანების ნაწილია. ის ზის ამ ურბანულ ქსოვილში და მისი ცალკე განხილვა წარმოუდგენელია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • წყალტუბოს პარკი

  • წყალტუბოს პარკი

  • წყალტუბოს პარკი

  • წყალტუბოს პარკი

  • წყალტუბოს პარკი

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com