კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
კორისხევის კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
26704
სახეობა:
არქეოლოგიური,არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი,რელიგიური, რიტუალური/სენაკები/კლდეში ნაკვეთი სენაკი; რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/კლდეში ნაკვეთი უგუმბათო ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო/ბოსელი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ასპინძა
დასახლებული პუნქტი:
თმოგვი
კოორდინატები:
X:354299.142797527 Y:4581967.1269311
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
24/03/2020
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
02/26
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
გამოქვაბული ეკლესია (?) მდებრეობს კორისხევის დასაწყისში, ნამოსახლარი გორის ჩრდილოეთით, კორისხევის აღმოსავლეთ ფერდზე. იგი წარმოადგენს კლდეში ნაკვეთ მოზრდილ გამოქვაბულს, რომელიც ნაწილობრივ იყოფა 2 ცალკე გამოკვეთილ სივრცედ. შესასვლელი ღიობი საერთო აქვთ და გაჭრილია მთლიანი გამოქვაბულის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. ღიობის ნახევარი შევსებულია მშრალი წყობით ამოყვანილი კედლით, ხოლო ღია სივრცეში კარისთვის ჩასმულია ხის ჩარჩო. შესასვლელიდან პირდაპირ ვხვდებით ცენტრალურ დარბაზში, რომელშიც დასავლეთ კედელში გამოჭრილია მცირე და დიდი მართკუთხა ფორმის თაროები. რაც შეეხებე აღმოსავლეთით გამოჭრილ მეორე დარბაზსს, ძალიან გავს კლდეში ნაკვეთ ეკლესიას. უშუალოდ აღმოსავლეთ კედელში გამოკვეთილია ორი მცირე ზომის და ცენტრში შედარებით მოზრდილი თაღისებური ნიში. მცირე თაროები შესაძლოა სამკვეთლოები ყოფილიყო. ამავე დარბაზში ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია მთელ სიგრძეზე თარო, რომელზეც 5 მცირე ჩაღრმავების მქონე ფოსოა ამოკვეთილი. აღნიშნული გამოქვაბული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოიყენება საქონლის ზამთრის სადგომად, რომელსაც მაღარას უწოდებენ. დღეისათვის გამოქვაბულის იატაკის დონე დაფარულია ნაკელით. აღმოსავლეთ დარბაზის კამარა ძირითადი ნაწილი ჩამოქცეულია და გადახურულია ხის კონსტრუქციაზე დამაგრებული საბურველით. გამოქვაბულის შიდა სივრცე ნათდებოდა შესასვლელი ღიობის თავზე ოდნავ აღმოსავლეთით გამოკვეთილი წრიული ფორმის მომცრო სარკმლიდან. გამოქვაბული ეკლესია (?) წარმოადგენს ჯავახეთის კლდეში ნაკვეთი საკულტო არქიტექტურის ერთ-ერთ საინტერესო, თვიდმყოფად ნიმუშს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კლდეში ნაკვეთი ეკლესიის (?) დაცულობა უზრუნველყოფილ იყოს ძეგლის სტატუსით, რაც დაიცავს მას შემდგომი შეუსაბამო განვითარებისაგან.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • გამოქვაბული ეკლესია

  • გამოქვაბული ეკლესია

  • გამოქვაბული ეკლესია

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com