კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26674
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XIX საუკუნის პირველი ნახევარი


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
თეთრი წყარო
დასახლებული პუნქტი:
თეთრი წყარო


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ყაზარმის დიდი ზომის ნაგებობა მდებარეობს თეთრიწყაროს განაპირას, ჩრდილოეთით.1806-1812 წლებში მომხდარი რუსეთ-თურქეთის ომის შემდგომ, 1816 წელს გენერალ ერმალოვმა შეიმუშავა თბილისის თავდაცვის გეგმა, რომლის მიხედვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავდაცვით პუნქტს წარმოადგენდა თეთრწყარო, აქ განთავსდა 31-ე საეგერო პოლკი. ამ პერიოდში უნდა დაწყებულიყო თეთრიწყაროს ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მათ შორის: ყაზარმები, მაღალი რანგის ოფიცრების სასტუმრო, საშუალო რანგის ოფიცრების სასტუმრო და საავადმყოფო. ნაგებობა ორსართულიანია, გეგმაზე П ფორმის, აგებულია აგურით და ქვით. მთავარი ფასადი ეზოს შემოფარგლავს, რომელ მხრიდანაც ნაგებობა ორსართულიანია. უკანა მხარეს შენობა შეჭრილია ფერდში და ნაგებობა ერთსართულიანია. ფასადები ყველა მხარეს დაცხრილულია განიერი თაღოვანი ფანჯრებით. სავარაუდოდ თავდაპირველად კედლები შეულესავი იყო, ვინაიდან კარგად ჩანს აგურისა და ქვის ლამაზი წყობა. მოგვიანებით კი ფასადები შეულესავთ,რომელიც ჩედარებით უკეთ შემორჩა ნაგებობის მარჯვენა ფლიგელს. ძველი ნაგებობა საკმაოდ დაზიანებულია - გადახურვა ჩამოგრეულია, იშკება კედლებიც. ზოგ ადგილას შემორჩენილია შენობის ძველი კარნიზი, რომელიც შედგენილი იყო აგურით, კვილანა ფორმის. ნაგებობის დიდი ნაწილი დაფარულია მცენარეებით. მარჯვენა ფლიგელს სავარაუდოს XX საუკუნეში დამატებული აქვს მინაშენი, რომელიცშედარებით უკეთ არის შემონახული. ინტერიერი ორივე სართულზე კალიდორული სისიტემით არის მოწყობილი. შუაში განიერი დერეფანია, რომლის ორივე მხარეს დალაგებულია ოთახები. დერეფნის ორივე მხარეს კედლები წარმოადგენს მზიდ კედლებს გაყრდნობის განიერ ნახევარწრიულ თაღებზე. ოთახებში შესვლა ამ თაღებში მოწყობილი კარით არის შესაძლებელი. კუთხეებში მოწყობილია კიბის უჯერედი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • მთავარი სამხრეთი ფასადი

  • მთავარი ფასადი

  • მარჯვენა ფლიგელი, მინაშენით

  • უკანა ფასადი

  • უკანა ფასადი

  • უკანა ფასადი

  • გვერდითი ფასადი

  • ინტერიერი

  • ინტერიერი

  • ინტერიერი

  • შელესილი ნაწილი

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com