კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26672
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე; საცხოვრისი/სასტუმრო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XIX საუკუნის ბოლო


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ლაგოდეხი
დასახლებული პუნქტი:
ლაგოდეხი


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ყაზარმის დიდი ზომის ნაგებობა მდებარეობს ქ. ლაგოდეხის ცეტრის სიახლოვეს თავისუფლების ქუჩაზე. ტერიტორია რომელზეც შენობაა განთავსებული მართკუთხა ფორმისაა და საკმაოდ ვრცელია. ნაგებობა ამ ტერიტორიის შუაში დგას. დიდი ზომის ყაზარმა აგებულია XIX საუკუნის ბოლოს სამხრეთ კავკასიური პოლკისთვის სადაც ძირითადად პოლენელები მსახურობდნენ. ტერიტორიაზე კიდევ ნამდენიმე ნაგებობაა შენორჩენილი, ძირითადად ნანგრევების სახით. უკეთ არის გადარჩენილი იმავე პერიოდში აგებული დამხმარე ნაგებობა - სამზარეულო, რომელიც ყაზარმის სიახლოვეს მდებარეობს, თავისუფლების ქუჩის მხარეს. ნაგებობა ორსართულიანია, აგებულია აგურით. მთავარი ფასადი სამხრეთ მხარეს გრძელია. ორივე სართული დაცხრილულია ფანჯრებით, რომლებსაც მშვილდა თაღის ფორმა აქვს. ფასადის ძირითად გაფორმებას წარმოადგენს ხუთი როზალიტი. ცენტში გამოსული როზალიტი ყველაზე განიერია. მისი კუთხეები გაფორმებულია აგურშივე გამოყვანილი რუსტის სახის წყობით. როზალიტის შუა მონაკვეთი დამატებით გამოიყოფა ორი პილასტრით, რომლებიც ასევე რუსტის სახით არის გაფორმებული. სამ მონაკვეთად გაყოფილ ამ როზალიტში, პირველ სართულზე შუაში ერთი დიდი კარია, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებში ორ-ორი ფანჯარა გამოდის როზალიტის ფარგლებში გამოსულ ყველა ღიობს აგურის წყობაშივე გამოყვანილი საჭექი ქვების იმიტაცია აფორმებს. როზალიტს ასრულებს ძლიერ შვერილი კარნიზი. კარნიზი შედგება აგურის წყობითვე გამოყვანილი პატარა პროფილირებული კონსოლებისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია პაწაწინა თაღებით. კარნიზის ზედა ზოლი გაფორმებულია კბილანებით (შექმნილი კუთხით ჩალაგებული აგურით). კარნიზის ზემოთ პარაპეტია, შუა მონაკვეთში კი ფრონტონით სრულდება. პარაპეტი გაფორმებულია ოვალური ფორმის პატარა ღიობებით. ფრონტონის შუაში ნახევარწრიული ლუნეტია ჩასმული და გაფორმებულია იმავე სახის კარნიზით, როგორც მთავარ როზალიტს აქვს, თუმცა იგი მიუყვება ფრონტონის დამრეც ხაზს. იდენტურად არის გაფორმებული ამ ფასადის კუთხის როზალიტები, თუმცა ისინი შედარებით ვიწროა და მათზე გამოდის ორ-ორი ფანჯარა. შუა ფრონტონის მსგავსია ამ როზალიტების ფრონტონების გაფორმებაც, მხოლოდ, მათ გვერდით პარაპეტი არ აქვს. ცენტრალურ და კუთხის როზალიტებს შორის ფასადზე დამატებით გამოდის კიდევ თითო , შედარებით ნაკლებ შვერილი როზალიტი. პილასტრებით მოსაზღვრული არეში, თითო სართულზე მხოლოდ ერთი ფანჯარა გამოდის. ეს მცირე როზალიტებიც სრულდება ფრონტონით, თუმცა შედარებით დაბალი და ნაკლები ქანობით. ფრონტონის გაფორმებაც დაკლებია - მხოლოდ შუაშია განთავსებული პატარა წრიული ლუნეტი. ფასადის დანარჩენი ფანჯრის ღიობებს პირველ სართულზე აფორმებს პროფილირებული თავსართი, ხოლო მეორე სართულის ფანჯრების ზედა ნაზილს გადაევლება ვიწრო ჩარჩო. თითქმის ანალოგიურად არის გაფორმებული უკანა გრძივი ფასადი, თუმცა შედარებით მცირე დეკორით. ცენტრალური როზალიტი აქაც სამად არის გაყოფილი, თუმცა გვერდით მონაკვეთებში ორის მაგივრად თითო ფანჯარა გამოდის. შუა მონაკვეთში კი ორი დიდი ფანჯარაა განთავსებული ფასადის შუაში - კიბის უჯრედის გასანათებლად. როზალიტს აქაც ფრონტონი ასრულებს, თუმცა მისი გაფორმება სადაა. გვერდით როზალიტებსაც ანალოგიური ფრონტონი აქვს, თუმცა ფრონტონში ნახევარწრიული ლუნეტის მაგივრად თაღოვანი კარია ჩასმული. ამ ფასადზე კუთხის როზალიტებში სართულებზე ფანჯრები არ გამოდის. რაც შეეხება დამატებით პატარა როზალიტს - იგი ამ ფასადზეც გამოდის, თუმცა უკვე ფრონტონის გარეშე. გვერდითი მოკლე ფასადები სადაა. მხოლოდ მათ შუა მონაკვეთებშია განთავსებული ერთი კარი (პირველ სართულზე) და ერთი ფანჯარა. ამ მონაკვეთებსაც ფრონტონი ასრულებს, რომელშიც თაღოვანი ღიობია გაჭრილი. ამ ფასადების გაფორმება შედგება მხოლოდ პილასტრებისგან და კბილანებიანი კანიზისგან. აღმოსავლეთ მოკლე გასადზე მიდგმულია პატარა ერთსართულიანი სავარაუდოდ დამხმარე ნაგებობა (სავარაუდოდ იმავე პერიოდის). მის კუთხეებს აუყვება პილასტრები, ხოლო აღმოსავლეთი ფასადი სრულდება დაბალი ფრონტონით, რომლის შუაში პატარა წრიული სარკმელია გაჭრილი. ინტერიერი ორივე სართულზე კალიდორული სისიტემით არის მოწყობილი. შუაში განიერი დერეფანია, რომლის ორივე მხარეს დალაგებულია ოთახები. ამჟამად ოთახებში გაკეთებულია რემონტი სასტუმროს შესაბამისად. დერეფნის ორივე მხარეს კედლები წარმოადგენს მზიდ კედლებს გაყრდნობის განიერ ნახევარწრიულ თაღებზე. ოთახებში შესვლა ამ თაღებში მოწყობილი კარით არის შესაძლებელი. ახალი რემონტის შემდგომ შეძლებისდაგვარად შეუნარჩუნებიათ სიძველე. თაღის განიერი ბურჯები არ შეულესავთ და დაუტოვებიათ აგურის წყობა. კუთხეებში მოწყობილია კუბის უჯერედი. რომელსაც ამჟამად ლითონის ახალი მოაჯირი მიუყვება. ყაზარმის სამხრეთის, ეზოს შესასვლელთან დგას კიდევ ერთი სავარაუდოდ იმავე პერიოდის ერთსართულიანი ნაგებობა. აგებული იმავე აგურით და სტილით. სავარაუდოდ ეს შენობა უნდა ყოფილიყო სამხედრო ნაწილის სამზარეულო.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • მთავარი სამხრეთი ფასადი

  • მთავარი ფასადის დასავლეთ მონაკვეთი

  • დასავლეთი ფასადი

  • ჩრდილოეთი ფასადი

  • აღმოსავლეთი ფასადი

  • სამხრეთი ფასადის ცენტრალური როზალიტი

  • სამხრეთი ფასადის დასავლეთი როზალიტი

  • სამხრეთი ფასადის ფანჯრები

  • ინტერიერი. დერეფნის თაღები

  • ინტერიერი. კიბის უჯრედი

  • დამხმარე ნაგებობა

  • დამხმარე ნაგებობა

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com