კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26550
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამრეკლო/საეკლესიო ნაგებობაზე მიდგმული სამრეკლო ; რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამრეკლო/საეკლესიო ნაგებობაზე მიდგმული სამრეკლო ; რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
1651 წ.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ბოლნისი
დასახლებული პუნქტი:
ბოლნისი
კოორდინატები:
X:458696.790099348 Y:4581873.42463105
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
დარბაზულ ეკლესიას აშენებისთანავე სამხრეთ-დასავლეთიდან მიუშენეს ორსართულიანი სამხრეკლო, რომელსაც რვასვეტიანი ფანჩატური ადგას. ეკლესია ნამტვრევი ქვითაა ნაგები, კუთხეები შედარებით უკეთ ნათალი მოზრდილი ქვებითაა გამოყვანილი. შენობის ერთადერთი კარი დასავლეთ კედელშია, სარკმლები აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი. კამარაჩამოქცეული შენობა შიგნიდან ასევე უხეშად ნათალი ქითაა ნაგები, სატრიუმფო თაღი, ისევე როგორც შუა და დასავლეთი კედლის კუთხის თაღები, რომლებიც კონსოლებს ეყრდნობა, სუფთად ნათალი ქვით იყო გადაყვანილი. სუფთად ნათალი ქვისაა აფსიდის ჩრდილო მხარეს არსებული ნიშაც, რომელსაც ისრული თაღი აქვს. ჩრდილოეთ კედელში, საკურთხევლის აფსიდთან, სანათლავი ნიშაა მოწყობილი. ეკლესიის საფასადო დეკორი მწირია. შემკულია მხოლოდ აღმოსავლეთი და დასავლეთი ფასადები. აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის თავზე სუფთად ნათალი მწვანე ფერის ტუფის ქვათლილზე დაგრძელებული, ბოლოებაყვავებული ჯვარია გამოსახული, რომლის ორივე მხარეს სტილიზებული სომხური ასომთავრული საქტიტორო წარწერაა ("ააგო ხელითა ნავადის წელსა 1100" (1651 წ)). დასავლეთი ფასადიც მსგავსადაა შემკული, აქ სარკმლის თავზე სუფთად ნათალი ორი კვადრია, რომელთაგანაც ზედა, მწვანე ფერის ქვაზე აღმოსავლეთ ფასადზე წარმოდგენილის მსგავსი ჯვარია გამოკვეთილი. სამრეკლო ისეთივე სამშენებლო ხელოვნებითაა აგებული, როგორც ეკლესია. ამ გეგმით სწორკუთხა, ორსართულიან ნაგებობას კარები დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში აქვს. აღმოსავლეთი კედლის კარი დღეს ამოქოლილია. სამრეკლოს ფანჩატურის სვეტები სუფთად ნათალი ქვისაა, მათ პროფილირებული ბაზები და კაპიტელები აქვს. გუმბათი ბრტყელი (ქართული) აგურის ნაგები წახნაგოვანი პირამიდული სახურავითაა გადახურული.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com