კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26448
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ზეგანი
კოორდინატები:
X:321900.999996513 Y:4763467.00002669
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ბონდო გულბანის (კოშკი) და მაჩუბი დაქანებულ რელიეფს მაღალი ცოკოლით არის მორგებული, რომელიც, ძირითადად, მთავარი ფასადის კედელს გაუყვება და ამავე სართულზე მოწყობილია სამეურნეო დანიშნულების სივრცეები. საკმაოდ მოზრდილი დარბაზ-მაჩუბის გეგმარება წაგრძელებულ მართკუთხედს უახლოვდება. ორსართულიან ნაგებობას ტრადიციული ორფერდა გადახურვა ასრულებს. ნაგებობისთვის გამოყენებულია ნატეხი და შიგადაშიგ რიყის ქვები. გვერდითი ფასადი კი ბათქაშის ფენით არის დაფარული. დარბაზ-მაჩუბის მთავარი ფასადის მასიური კედლის სიბრტყეები გაცოცხლებულია სვანური მაჩუბისათვის არასახასიათო, შედარებით მოზრდილი სარკმლებითა და შუშაბანდით, რომელიც ფასადის ერთ მესამედს იკავებს და ერთგვარად აცოცხლებს ქვის მკაცრ ფასადს. ქვის სქელ კედლებში დატანებული სარკმლის წირთხლები, ჩვეულებისამებრ, ხის ფიცრებით შეკრულ შიდა მოჩარჩოებაში ზის. პირველ, ცოკოლის სართულზე დატანილია ვიწრო მართკუთხა ფორმის სარკმლები, მეორე სართულისგან განსხვავებით. აღნიშნული საცხოვრებელი ნაგებობის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებას წარმოადგენს ქვის ავთენტური წყობა, რომელსაც ერთგვარად ახალისებს მეორე სართულის სარკმლების ღიობები თავისი თავსართის განსხვავებული წყობით, ხის კარნიზი და ზემოთ ხსენებული შუშაბანდის გეომეტრიული მოყვანილობის პატარა სარკმლები, რომელიც ამ მკაცრი არქიტექტურას უფრო ცხოველხატულს ხდის. მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება: ავთენტური კედლის წყობა, საფასადო დანაწევრების ხასიათი, გარემოზე მორგების ხასიათი და მხარეებზე ორიენტირება.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com